x
image
ციცი
Mediator image
დაუჯერებელი ისტორია-გარდაცვლილმა ბავშვმა წყალი მოითხოვა
image

ეს შოკისმომგვრელი ამბავი ბრაზილიაში ერთი წლის წინ მოხდა...

2 წლის ბრაზილიელი ბიჭუნა, Kelvin Santos-ი საავადმყოფოში გარდაიცვალა პნევმონიით. მისი სხეული ექიმებმა მშობლებს გადასცეს დასამარხად.

ბიჭუნას სხეული, რომელიც თავახდილ სასახლეში ესვენა, დამარხვამდე ერთი საათით ადრე წამოჯდა და მამას წყალი მოსთხოვა.

ამ ოდროს ოთახში ბიჭის მამა, ანტონიო სანტოსი და ოჯახის რამდენიმე ახლობელი ადამიანიც იმყოფებოდა.


იქ მყოფნი ძალიან გაოგნდნენ ამ ფაქტით და დაიწყეს ყვირლი, ბავშვი კი რამდენიმე წამის შემდეგ ისევ დაწვა და სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა.


მამამ გარდაცვლილი შვილის სხეული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მეორედაც დააფიქსირეს ბავშვის სიკვდილი.

იმ მომენტს შორის, როცა ბავშვის სიკვდილი პირველად დაფიქსირდა და იმ მომენტს შორის, როცა ანტონიოს თქმით ბავშვმა წყალი მოითხოვა, 20 საათი იყო გასული. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი დააყოვნეს გარდაცვლილი და შემდეგ უკვე დამარხეს.


მამის აზრით ექიმებმა ძალიან მალე ჩათვალეს კელვინ სანტოსი გარდაცვლილად და ბიჭუნას გადარჩენა შესაძლებელი იყო. ამის გამო იგი ექიმებს უჩიოდა. ექიმები კი თავის მხრივ, ახსნას ვერ უძებნიან იმ მომენტს, რომ რამდენიმე წამით კელვინი გაცოცხლდა.

ეს მართლაც რომ სასწაულია!



0
711
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0