x
image
worldsport.ge
გვარდიოლა მოღალატეს ეძებს

imageმიუნხენის “ბაიერნში” იმ ფეხბურთელის ვინაობის დადგენა სურთ, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩამდე პრესას ის ტაქტიკური სქემა გაუმჟღვანა, რომლითაც ბავარიელები თამაშს აპირებდნენ.
მართალია, განვლილ მატჩში “ბაიერნმა” სტუმრად 3:0 მოუგო, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი ერთ-ერთი შეგირდის ქმედების გამო ძალიან გაბრაზებულია:
“მნიშვნელობა არ აქვს, ის ვინ არის, მაგრამ აუცილებლად “თავები დაცვივდება”. მოღალატეს გუნდიდან გავაგდებ. იგი ჩემი ხელმძღვანელობით არასოდეს ითამაშებს” – განაცხადა გვარდიოლამ.
მიუნხენელთა დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრობლემის არსებობა დაადასტურა:
“მისი პიროვნების დასადგენად ეროვნული უშიშროების სააგენტოს არ მივმართავთ. თუმცა, მას ვურჩევ ასეთ საქმიანობას მორჩეს, თორემ სერიოზული პრობლემები არა პეპ გვარდიოლასთან, არამედ, მთელ კლუბთან შეექმნება”.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
270
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0