საზოგადოება 2013 წლის top 10 ქართველი მამაკაცი 2013, 24 ნოემბერი, 1:00 ბევრს კამათობენ იმაზე თუ ვინაა ყველაზე მომხიბვლელი, ლამაზი, სექსუალური და ჭკვიანი ქართველი მამაკაცი. ხშირად რამდენი მოკამათეცაა იმდენი განსხვავებული აზრიც არსებობს. ერთ-ერთმა ინტერნეტპოტრალმა ჩაატარა გამოკითხვა 2013 წლის top 10 ქართველი მამაკაცის გამოსავლენად. გამოკითხვა ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. 1.გიორგი ვარდოსანიძე 36%. ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ვარდოსანიძე საზოგადოებამ ლევან ხომერიკის გმირის წყალობით გაიცნო. მისი პოპულარობა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ერთიორად გაზარდა. მსახიობს რომანი აქვს მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან. 2.სამორი ბალდე 10%. მამით აფრიკელი და დედით ქართველი სამორი საქართველოში გაიზარდა, თავს ქართველ აფრიკელად მიიჩნევს. პოპულარული პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გახდა და ქართველი გოგოების კუმირადაც იქცა. 3.გიორგი ლორია 7%. ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ერთ-ერთ მომხიბვლელ და პოპულარულ მამაკაცთაგანია. 4.ზურა ყიფშიძე 4%. ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძის კარიერა ათობით კინო თუ თეატრალურ როლს ითვლის. სულ ცოტა ხნის წინ 60 წელი შეუსრულდა, ასაკის მიუხედავად მშვენივრადაც გამოიყურება და ქართველი ქალბატონები "ტოპმამაკაცადაც" თვლიან. 5.გიორგი ყიფშიძე 5%. მამის მსგავსად მსახიობია, ერთი პერიოდი ზურაბ ყიფშიძის შვილად მოიხსენიებდნენ, ახლა კი უკვე ცნობილი მსახიობია. 6.რატი დურგლიშვილი 4%. ცნობილი ქართველი მომღერალი რატი დურგლიშვილი დღეს სასურველ სასიძოდ და პოპულარულ მამაკაცად ითვლება. 7.ლუკა მეტრეველი 4%. ქართველმა მომღერალმა ლუკა მეტრეველმა პოპულარობა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით მოიპოვა და გოგონების გულიც დაიპყრო. 8.გივი სიხარულიძე 4%. 9.დათუნა მგელაძე 3%. პოპულარული ქართველი მომღერალი. 10.კახა კალაძე 3%. ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე ენერგეტიკის მინისტრი მალე მესამე შვილის მამა გახდება. 2649 6-ს მოსწონს 2-ს არა
|