x
image
K.P.
2013 წლის top 10 ქართველი ქალბატონი
image

ბევრს კამათობენ იმაზე თუ ვინაა ყველაზე მომხიბვლელი, ლამაზი, სექსუალური და ჭკვიანი ქართველი ქალბატონი. ხშირად რამდენი მოკამათეცაა იმდენი განსხვავებული აზრიც არსებობს. ერთ-ერთმა ინტერნეტპოტრალმა ჩაატარა გამოკითხვა 2013 წლის top 10 ქართველი ქალბატონის გამოსავლენად. გამოკითხვა ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.



1. ნინო გაჩეჩილაძე 29%.

ნინო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლავთ. პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. სერიალი გარკვეული უთანხმოების გამო დატოვა, თუმცა კარიერულ წინსვლას აქტიურად განაგრძობს.image
image



image

image2.ნინა სუბლატი 13%.

ნინა "საქართველოს ვარსკვლავი 2013" გახლავთ. ეს წელი მისთვის ნაყოფიერი გახლდათ, სტუდენტიც გახდა და დაოჯახდა კიდეც. მისი რჩეული მუსიკოსი გიორგი შამანაური გახლავთ. image



image

image3.შორენა ბეგაშვილი 10%.

მსახიობი, ტელეწამყვანი, ფოტომოდელი და სექსსიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი მუდამ ყურადღების ცენტრშია. შორენა შეყვარებულია და ახლა რუსული ტელეარხის "Домашний"-ს გამოცხადებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას. კონკურსის გამარჯვებული არხის ტელესახე გახდება.imageimage

image
4.
სალომე ღვინიაშვილი 10%.

სალომე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მოდელი გახლავთ. სამოდელო კარიერა დაასრულა, თუმცა პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს და საკმაოდ მიმზიდველ ქალბატონადაც ითვლება. image

image5.
სალომე ჭაჭუა 5%.

ის პოპულარული ქართველი მოცეკვავე გახლავთ. პოპულარობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მოუტანა. წლების მანძილზე რომანი ჰქონდა ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან, ურთიერთობა არ შედგა. ახლა ის მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს ხვდება. image

image
6.
ქეთი მელუა 4%.

ქართველი მომღერალი ქეთი მელუა საზღვარგარეთ მოღვაწეობს, თუმცა საქართველოში მაინც ერთ-ერთ მომხიბვლელ ქალბატონად ითვლება. image

image
7.თიკა ფაცაცია 4%.

თიკა ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. უკვე წლებია პოპულარულია, დაქორწინებულია და მალე მესამე შვილის დედა გახდება. image

image
8.ლელა მებურიშვილი 3%.

ლელა მსახიობი და ტელეწამყვანი გახლავთ. სულ ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი რჩეული ბაჩო საგანელიძეა. წყვილი პრესისთვის ქორწინებამდე ასაიდუმლოებდა ურთიერთობას. image

image9.ნანკა კალატოზიშვილი 3%.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მისი მეორე ნახევარი კალათბურთელი ირაკლი კედიაა. image

image
10.ქეთა თოფურია 3%.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მუდამ ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე თვის წინ ქეთა დაოჯადა. მისი რჩეული ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანია. image

4
789
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
789
  
2013, 22 ნოემბერი, 22:30
ნინო მომწონს კაი გოგოა მაგრამ,ჩემი აზრით პირველი ადგილი სალომეს უნდა ეკავოს,და ნინა სუბლატიც თავის საქმეში ძალიან მაგარი და მოდურია მაგრამ მეორე ადგილი მეტისმეტია.....
2013, 22 ნოემბერი, 19:36
სალომე ჭაჭუა ტრანსექსუალს გავს :))
2013, 22 ნოემბერი, 18:45
გაჩეჩილაძე. მაგარი ქალია ძალიან მომწონს მაგრამ წარმოუდგენელია ამ სიაში როგორ არ უნდა იყოს ანუკი არეშიძე. ულამაზესია
2013, 22 ნოემბერი, 11:04
პირველობაში ქეთას ვერავინ შეეცილება ჩემი აზრით,რადგან წლევანდელი წლის ყველაზე გრანდიოზული მოვლენები მას ქონდა,მისი ქორწილიდან გამომდინარე...
0 1 4