ნამცხვრები სწრაფად გასაკეთებელი უგემრიელესი ტორტი– არაჟნის ჰაეროვანი კრემით 2013, 19 ნოემბერი, 13:59
ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, 20 წელია რაც ამ ტორტს ვაცხობ და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის დღესასწაულია, როცა სუფრას ეს ტორტი ამშვენებს.მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.ვფიქრობ როცა გააკეთებთ თქვენც უთუოდ კმაყოფილი დარჩებით.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტორტის გამოცხობას ძვირადღირებული ინგრედიენტები არ ჭირდება.ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს საუბარი შევუდგეთ ტორტის მომზადებას.ამისთვის კი საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:
–კვერცხი...2ც.
–შაქარი...1ჭ.
–კეფირი ან მაწონი...1ჭ. –ჯემი ან მურაბა ქლიავის...1ჭ.(ან სხვა ნებისმიერი ჯემი–მომჟავო გემოსი) –სოდა...2ჩ.კ(თავის გარეშე) –პ/ფქვილი...2ჭ. –კაკაოს ფხვნილი...1ს.კ. კრემისთვის: –არაჟანი...2ჭ. –შაქრის პუდრა...1ჭ. –ცოტა ვანილი. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ავიღოთ კვერცხი და შაქარი და ავთქვიფოთ კარგად.დავამატოთ კეფირი ან მაწონი სოდასთან ერთად ამოყვანილი, შემდეგ კი ჯემი და ბოლოს ფქვილი შევურიოთ ნელა მიქსერის გარეშე, რომ ჰაეროვანი გამოვიდეს ცომი.მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ქაფალდმოფენილ20-25 სმ დიამეტრის ფორმაში.გამომცხვარი და გაციებული ფირფიტები გავყოთ თანაბრად კიდევ 2 ნაწილად.(მე ძაფის დახმარებით ადვილად ვახერხებ ამას)სულ გვექნება 4 ფირფიტა. კარგად ავთქვიფოთ 25%იანი ახალი არაჟანი, დავამატოთ შაქრის პუდრა და ცოტა ვანილი.მივიღებთ ჰაეროვან კრემს.გავანაწილოთ მიღებული კრემი და ყველა ფენას გადავუსვათ, ასევე გარედანაც.მორთვა შეგვიძლია ნებისმიერად.ან გახეხილი შოკოლადით და მოხალული კაკალით და თხილით, ან ახალი ხილით.ეს თქვენს ფანტაზიაზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ არ არის რთული გასაკეთებელი ტორტი, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან გემრიელი გამოდის.მაშ მოამზადეთ და... მ ი ი რ თ ვ ი თ გ ე მ რ ი ე ლ ა დ! 20600 12-ს მოსწონს 1-ს არა
|