x
image
worldsport.ge
ზურაბ აზმაიფარაშვილი – ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი?

imageზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, აზმაიფარაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა 16 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სასტუმრო “პოლონია პალასში” გაიმართულ ევროპის ჭადრაკის ფედერაციების მიღებაზე მოხდა.

ზურაბ აზმაიფარაშვილი (16.03.1960)
საერთაშორისო დიდოსტატი;
ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი;
ევროპის 2003 წლის ჩემპიონი (ერთადერთი ქართველი კონტინენტის ჩემპიონატის გამარჯვებული, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის);
1983; 1985 – მსოფლიოს ახლაგაზრდული ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული;
მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;
2002-2010 – ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების კომიტეტის წევრი;
2007-2012 – ასეანის ქვეყნების საჭადრაკო აკადემიის სამწვრთნელო პროგრამების მენეჯერი (სინგაპური);
2000-2004 – ევროპის საჭადრაკო კავშირის ბორდის წევრი;
1999-2004 – შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;
1998-2004 – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი;
ღირსების ორდენი კავალერი;
სპორტის რაინდი;
ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი;
ფიდე-ს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდო “ბოტვინიკის ხე”.


www.worldsport.ge

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0