x
image
ვიზა კოხაძე
ნიუ იორკის ცენტრში - მანჰეტენზე 2013 წლის ყველაზე გრანდიოზული შოუ გაიმართა (+ ბევრი ფოტო )
image
ნიუ იორკის ცენტრი - მანჰეტენი 2013 წლის კიდევ ერთი ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე ლამაზი შოუს მოწმე გახდა. როგორც ცნობილია, "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზებმა მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე ულამაზესი სანახაობრივი ჩვენება მოაწყვეს.შოუ ნაწილია შობის დღესასწაულისა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.image

imageimageimage
imageimage
imageimageimageimage
მაგრამ ასეთი მასშტაბური და ამდენი მონაწილე შოუს აქამდე არ ჰყოლია.ცნობილი გახდა, რომ წელს მანჰეტენზე რიგით მე - 18 შოუში "ვიქტორია სეკრეტმა" ყველაზე მეტი მოდელი მოიწვია. სულ წარმოდგენილი იქნა 35 სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანი და და ყველა მათგანი მაყურებელმა 70 სხვადასხვა კოსტიუმში იხილა. ბულბულებითა და ძვირფასი თვლებით გაფორმებული კოსტიუმები ძველმა და ახალმა სახეებმა წარმოადგინეს.

შოუს ერთ - ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო მისი მუსიკალური გაფორმება, რომელიც წელს წილად ხვდა მომღერალს ტეილორ სვიფტს, რომელიც მალევე თავად სახეც კი გახდა და მოდელის ამპლუაც კი მოირგო.image

image
ახალ კოლექციაზე ცნობილი ბრენდი 9 თვის მანძილზე მუშაობდა და არნახული და არ გაგონილი შოუ დადგეს. ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ლილი ოლდრიჯი, ვეტერანი სახეები და ახალი მოდელები, 31 მეტრიან პოდიუმზე "ვიქტორია სეკრეტის" თითქმის ყველა მოდელმა გაიარა.წელს კი ყველაზე იღბლიანი სამხრეთ - აფრიკელი, 24 წლის ქენდის სვეინპოლი აღმოჩნდა, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდის მთავარი სამოსის წარდგენა დამსწრე საზოგადოების წინაშე: ბრილიანტებით, საფირონითა და ოქრო ვერცხლით შემკობილი ბიუზჰალტერი, რომლის ღირებულება 10 მილიონ დოლარადაა შეფასებული.


შოუს სრულ ვერსიას მსოფლიოს 180 ქვეყანაში 10 დეკემბერს უჩვენებენ.imageimageimageimageimageimage



1
88
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
88
  
2013, 15 ნოემბერი, 10:38
ადრიანა ბრწყინავს როგორც ყოველთვის და სხვებზე რა მოგახსენოთ :) ქენდისიც კარგია და ალესანდრა ამბროსიოს რა უნდა პოდიუმზე თავისი ფეხების პატრონს ვერ ვხვდები :D
0 1 1