რუსი პოლიტიკოსი მირონოვი დაქორწინდა "მზეთუნახავ" ოლგა რადიევსკაზე.
რუსეთის "სამართლიანი რუსეთის" პარტიის თავმჯდომარე, ქართელებისათვის არცთუ უცნობი სერგეი მირონოვი მეოთხედ დაქორწინდა, ამჟამად უკვე ჟურნალისტზე.
მირონოვმა ჯვარი დაიწერა ოლგა რადიევსკასთან.
29 წლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტდამთავრებულ ოლგას მირონოვი უკვე კარგა ხანია რაც საკმაოდ ახლოს იცნობდა, მაგრამ პირადი ურთიერთობები ახლახანს გაარკვიეს და დაქორწინდნენ.
მირონოვმა ასაკის მიუხედავად საკმაოდ ორიგინალური ხერხით სთხოვა ხელი ოლგას.
მან ოლგას ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს გაფინა დიდი ტრაფარეტი, სადაც ოლგას სიყვარულსაც უხსნიდა და ხელსაც სთხოვდა. ოლგას უცბად არ უპასუხია, მან თანხმობა მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა.
მიუხედავად მათ ასაკში არსებული შთამბეჭდავი ასაკობრივი განსხვავებისა, წყვილმა ხელიც მოაწერა ოფიციალურად დაქორწინებაზე და ჯვარიც დაიწერა. ქორწილი კი თვითმხილველების თქმით საკმაოდ ხალხმრავალი იყო.
ისედაც ლამაზი პატარძალი საქორწინო კაბამ და მდიდრულმა მოსასხამმა უფრო გაალამაზა, განაცხადა სიძემ. ნეფე–პაარძალი უკვე იმოგზაურა თუმცა არ ასახელებენ თუ სად მოიწყვეს თაფლობისთვე.
ოლგამ დატოვა მშობლიური სანკტ–პეტერბურგი და საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა მეუღლის ბინაში. სერგეისათვის ეს მეოთხე ქორწინებაა, მას ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებებიდან ირინა და იაროსლავი.
ოლღას კი წინა ქორწინებიდან ჰყავს ბიჭი ვანია.
ესეც პატარძლის სურათები.
ესეც სიძე