x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
საფლავში ჩასვენებული კაცი "გაცოცხლდა" და საბოლოო ჯამში გადარჩა კიდეც.

ნათესავების საფლავზე მისული ქალი მიცვალებულის გაცოცხლებას შეესწრო და ლამის შოკში ჩავარდა შიშის გამო.
სასაფლაოზე მისულმა ქალბატონმა, საოჯახო სასაფლაოზე ყვავილების დალაგების შემდეგ, მიმდებარე სასაფლაოებს გადაავლო თალი და მზერა ერთ საფლავზე "მიეჯაჭვა", ქალი სტრესში ჩააგდო ახლაგათხრილი საფლავიდან ამომართულმა ხელებმა, ხოლო ხმა რომელიც საფლავიდან ამოდიოდა დახმარებისათვის უხმობდა. ეს ქალი იყო სან–პაულუს რეგიონში, ფერრაზ დე ვასკონსელოს გარეუბანში მდებარე სასაფლაოზე როცა ჯერ ხმაური შემოესმა, და სულ მალე კი საფლავის ფხვიერი მიწიდან ამოწვდილი ხელები,
"მე საშინელ" მდგომარეობაში ჩავვარდი, როდესაც ვნახე, ადამიანი რომელიც დაკრძალული იყო ცდილობდა ამოსვლას საფლავიდან, მიქნევდა ხელებს და დახმარებასაც მთხოვდა.
ქალი თავიდანვე ყვირილით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა მოიფიქრა დახმარება სასაფლაოს ეზოდანვე დაერეკა საავარიო სამაშველო სამსახურისათვის. ქალი დღესაც ამტკიცებს, რომ როცა პოლიციაში დარეკა და უთხრა ის რასაც შეესწრო და დახმარება ითხოვა, მას დაკავებით დაემუქრნენ სატელეფონო "ხულიგნობის გამო". პოლიციელები შეუწყვეტლივ მეკითხებოდნენ, რა ვნახე, რა დროს, რა ადგილას მოხდა ეს ყველაფერი.
როდესაც ვერ დაარწმუნა პოლიციელები მისი ნაამბობის სისწორეში, ქალი დაბრუნდა სასაფლაოზე და სასამართლოს ზედამხედველს სთხოვა დაემოწმებინა მისი ნათქვამის სისწორე.
სასაფლაოს ზედამხედველი, რომელიც ქალის ყვირილზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, მართლაც შეესწრო უცნაურ ფაქტს და ისიც გაიქცა შიშით, თუმცა სამაშველო სამსახურებს მანაც დაურეკა.
პოლიცია იძულებული გახდა დაეჯერებინა ეს უცნაური ამბავი და უამრავი ადამიანი მიაწყდა სასაფლაოს, სადაც სამაშველო სამსახურს უკვე ამოეყვანა საფლავიდან მამაკაცი, რომელიც მართალია ძალზე ცუდად იყო, მაგრამ სიცოცხლის ნიშნები აღენიშნებოდა.
მოქალაქე ადგილობრივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადღეისოდ სრულად აღიდგინა ჯანმრთელობა, მაგრაამ გადატანილი სტრესის გამო უტარდება ფსიქოლოგიური სპეციალური ტესტები.
პოლიციის ინფორმაციით "გაცოცხლებული მკვდარი" გახლავთ ადგილობრივი მერიის ყოფილი თანამშრომელი, მას ბოროტმოქმედები დაესხნენ თავს და მძიმედ ნაცემი და უგონო მდგომარეობაში მამაკაცი წაიყვანეს შორიახლოს მდებარე სასაფლაოზე (მათი ვარაუდით მკვდარი იყო უკვე ნაცემი და უგონოდ მყოფი მამაკაცი). მოძებნეს ცარიელი საფლავი და მამაკაცი იქ ჩააწვინეს. ზემოდან კი სასაფლაოსათვის დამუშავებული ქვიშასავით ფხვიერი მიწა მოაყარეს და წავიდნენ.
მისდა საბედნიეროდ მამაკაცი მალევე მოვიდა გონს და შეეცადა ფხვიერი მიწის ფენები გაერღვია და ამოსულიყო, შეძლო და ჯერ ხელების ამოტანა მოახერხა მერე კი რამდენჯერმე წამოყვირებაც, რამაც უშველა საბოლოო ჯამში.
image












7
144
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
144
  
2013, 14 ნოემბერი, 21:56
კიდევ კარგი, მე არ ვიყავი იმ ქალის ადგილზე:)
2013, 14 ნოემბერი, 14:03
მეორედ დაიბადა რა
2013, 14 ნოემბერი, 14:02
ეგეც იღბალია სიკვდილი რომ არ ეწერა. :)
2013, 14 ნოემბერი, 14:01
სიკვდილი არ ეწერა მაგ ტიპს,თორემ იღბალი რომ ჰქონოდა გათხრილ საფლავში არ აღმოჩნდებოდა.:))
2013, 14 ნოემბერი, 13:59
უდაოდ იღბლიანი ყოფილა ის კაცი, მის ადგილზე უმეტესობას გული უღალატებდა....
2013, 14 ნოემბერი, 13:56
საინტერესო ფაქტია.
0 1 7