სხვა ქვეყანა, სადაც მიცვალებულებს სტრიპტიზით ეთხოვებიან 2013, 15 ნოემბერი, 15:24 ![]() ტაილანდში მიცვალებულის ამგვარი გაცილება სულ უფრო პოპულარული ხდება. ასეთი მხიარული გაცილებით ახლობლები ერთგვარ პატივს მიაგებენ სამუდამოდ დაკარგულ საყვარელ ადამიანს. ![]() Electric Flower Cars ტაივანში გაჩნდა 1980-იანი წლებიდან. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანები დაკრძალვაზე იწვევენ სტრიპტიზიორებს: 1. ზოგი აცხადებს, რომ ამგვარი წარმოდგენის მიზანია ადრე გარდაცვლილი ადამიანების სულების გართობა, რათა ახალი სული უფრო ადვილად და სწრაფად შევიდეს მათთან კონტაქტში. 2. სხვების აზრით, ეს წარმოდგენა იმართება იმ გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, რომლებსაც სიცოცხლეში ადამიანები თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ. 3. მესამე, ძალიან მარტივი ვერსიით, სტრიპტიზიორებს იწვევენ იმის გამო, რომ მიცვალებულს სიცოცხლეში უვარდა ამის ყურება. 4. მეოთხე კი ყველაზე პრაქტიკული ახსნაა: რაც მეტი ადამიანი მოდის დაკრძალვაზე, მით მეტი პატივი ეგება მიცვალებულს, აქედან გამომდინარე, სტრიპტიზიორების მოწვევის მიზანი ადამიანების მოზიდვაა. ტაივანის ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ამგვარი ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია სოფლად, სადაც იგი თითქმის ერთადერთი გასართობია. 16 3-ს მოსწონს 1-ს არა
|