x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უგემრიელესი გოგლი-მოგლი და მისი 7 განსხვავებული რეცეპტი

image
ითვლება, რომ გოგლი-მოგლი გერმანელ კონდიტერმა, მარფრედ კიოკენბაუერმა გამოიგონა ტკბილეულის კონსერვაციის შესახებ ჩარატებული ექსპერიმენტის დროს. ცოტა ხანში გოგლი-მოგლის მასიურ წარმოებაზე პატენტი 1, 5 მილიონ მარკად შეისყიდა ერთ-ერთმა ცნობილმა კონცერნმა.


გოგლი-მოგლი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს გემრიელი და სასარგებლო. იგი კარგია ყელის ტკივილის, ანგინის, ხმის ჩახლეჩისა და დაკარგვის დროს.



image
1. კლასიკური გოგლი-მოგლის
მოსამზადებლად უბრალოდ კარგად ავთქვიფავთ კვერცხის გულებსა და შაქრის ფხვნილს. მისი მიღება რეკომენდირებულია დილით, უზმოზე.


2. თაფლის გოგლი-მოგლი: ავთქვიფოთ 2 კვერცხის გული, დავამატოთ 2 ჭ. ცხელი რძე, 6 ჩ.კ. თაფლი, 2 ს.კ. ფორთოხლის ან ლიმნის წვენი და ცოტა შევათბოთ. შემდეგ დავამატოთ შაქართან ერთად ათქვეფილი ცილები.



image3. საბავშვო გოგლი-მოგლი: ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავამატოთ ცოტა გამდნარი კარაქი და კაკაო. მიღებული მასა კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ მიქსერით.

ეს არის მშვენიერი საშუალება ბავშვებში ანგინის დროს. წამლისგან განსხვავებით, პატარები ამგვარ სასმელს სიამოვნებით მიირთმევენ. (რა თქმა უნდა დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ ბავშვს არ აქვს ალერგია კვეცხის გულზე).




image
4. ხილის გოგლი-მოგლი
: მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 2 კვერცხის გული, 3 ს.კ. შაქარი, 0, 5 ჭ. ნებისმიერი ხილის წვენი. დავამატოთ 2 ჭ. ცივი რძე და 0, 5 ჭ. ცივი წყალი. დავამატოთ ბეზეს კონსისტენციამდე ათქვეფილი ცილა. ზემოდან კი დავადებთ დაჭრილ ხილს.


image5. ყავის გოგლი-მოგლი მზადდება პროპორციით 1 კვერცხზე 4 ყავის ჭ. ყავა. კვერცხის გულსა და შაქარს ავთქვიფავთ, ცალკე ავთქვიფავთ ცილას. ჭიქის ძირზე დავასხამთ თბილ რძეს, შემდეგ მოდუღებულ ნალექიან ყავას. ზემოდან დავამატებთ ცოტაოდენ ათქვეფილ კვერცხის გულს, ბოლოს კი, ცენტრში, სულ ცოტა ცილას. ეს სასმელი უნდა მივირთვათ აურევლად.


image
6. ალკოჰოლური გოგლი-მოგლის
მოსამზადებლად ერთად უნდა ავთქვიფოთ კვერცხის გული, ნაღები, შაქრის სიროფი, ყინული, რომი (ან სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი). შემდეგ უნდა გავფილტროთ, ჩავასხათ კოქტეილის ჭიქებში და მოვაყაროთ დაფქვილი მუსკატი.


image7. ჰოლანდიური გოგლი-მოგლის მოსამზადებლად შაქართან და მარილთან ერთად ათქვეფილ კვერცხის გულს უმატებენ კონიაკს და დგამენ წყლის აბაზანაზე, დაბალ ტემპერატურაზე. გამუდმებით ურევენ, სანამ არ გათბება. შემდეგ კი ამატებენ ვანილს, ასხამენ ჭიქებში და თავზე ადებენ ათქვეფილ ნაღებს. ამგვარ გოგლი-მოგლს მიირთმევენ კოვზით.



0
4049
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4049
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0