შოუბიზნესი რა მიზნით მივიდა "ახალ ხმაში" გიორგი მახარაშვილი 2013, 13 ნოემბერი, 10:57 - გიორგი მახარაშვილმა სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო, დედა და და პიანისტი ჰყავს, აქედან გამომდინარე სულ მუსიკა ესმოდა სახლში, თუმცა სიმღერაზე დიდად არ გიჟდებოდა და თავიდან არც როიალზე ისწავლა დაკვრა, არც გიტარაზე. - თექვსმეტი წლის იყო, პირველად რომ გამოვიდა სახალხოდ, ეს იყო "ჯეოსტარი" და ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე პროექტში იღებდა მონაწილეობას. - ჯეოსტარში 2008 წელს იღებდა მონაწილეობას, 2007 წელსაც სცადა ამავე პროექტში ბედი, თუმცა არ მიიღეს ასაკის გამო, მაგრამ პროექტის გახსნის კონცერტზე სტუმრად მიიწვიეს და ამღერეს, ემოცია მხოლოდ ის იყო, რომ ძალიან მაგრად ნერვიულობდა და ახლაც ხუმრობს ხოლმე, რომ მიკროფონს და პირს ერთმანეთს ვერ ამთხვევდა, ისე უკანკალებდა ხელი. 2008-ში უფრო გახსნილი იყო, მაგრამ ძველ ვიდეოებს რომ უყურებს თავის თავი ძალიან არ მოსწონს. "ჯეოსტარმა" მის ცხოვრებაში შეცვალა ის, რომ იყო "ვიღაც" გიორგი მახარაშვილი და პროექტის შემდეგ გახდა "ჯეოსტარელი" გიორგი მახარაშვილი. ძალიან სასიამოვნო იყო მისთვის ის, რომ ასეთ პატარა ასაკში ყველა სცნობდა. - გიორგი მახარაშვილი ამჟამად "ახალ ხმაში" იღებს მონაწილეობას, მისი მიზანი იყო ის, რომ ერთი მწვრთნელი მაინც შემოეტრიალებინა. 132 6-ს მოსწონს
|