სალათები სალათა "ტიფანი" (ფოტორეცეპტი) 2013, 11 ნოემბერი, 22:23 ინგრედიენტები: ქათმის ფილე-250 გრამი ყველი-100 გრამი კვერცხი-3 ცალი თეთრი ყურძენი- 150 გრამი ნუში- 50 გრამი მაიონეზი-100-150 გრამი ცხარე საწებელი "კარრი"-50 გრამი(შეიძლება გამოვიყენოთ აჯიკა) მომზადება: პირველ რიგში მოვამზადოთ ქათმის ფილე: გავრეცხოთ და წავუსვათ "კარრი" ყველა მხრიდან, შემდეგ შევწვათ ტაფაზე ზეთში ან კარაქში ყველა მხრიდან. გავაგრილოთ შემწვარი ფილე და შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად.დავაწყოთ სასალათეზე ლამაზად. გადავუსვათ თხლად მაიონეზი და მოვაყაროთ დანაყილი ნუში. უკეთესია ნუში გავყოთ სამ ნაწილად თითოეული ფენისათვის. შემდეგი ფენაა გახეხილი ყველი. მოვაყაროთ ყველი ქათმის ხორცს და მასაც გადავუსვათ მაიონეზი, მოვაყაროთ ნუში. კვერცხი დავჭრათ წვრილად ან გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მოვაყაროთ შემდეგ ფენად და მასაც გადავუსვათ მაიონეზი. მოვაყაროთ დარჩენილი ნუში. ახლა შევუდგეთ სალათის გაფორმებას: ავიღოთ ყურძენი, დავაცალოთ სათითაოდ მარცვლები, გავჭრათ თითოეული მარცვალი შუაზე და გაჭრილი მხრით დაბლა დავალაგოთ ჩვენს სალათზე. სურვილის შემთხვევაში ზემოდან დავახეხოთ ნუში. მიირთვით გემრიელად! 171 11-ს მოსწონს
|