საზოგადოება ნინო გვასალია გარდაცვლილი იპოვნეს 2013, 10 ნოემბერი, 19:33 22 წლის ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვნეს. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. მის ცხადარს ტყის სიღრმეში, დაახლოებით 2-3 კილომეტრის მანძილზე მიაგნეს. ამჟამად ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალისტები, ექსპერტები და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან. წინაწარი ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილს ჯერ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, შემდეგ კი სახლში მიავენებენ. შეგახსენებთ, რომ ნინო 17 დეკემბერს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გააუქმა პირადი სოციალური ქსელები, მობილური გამორთულ მდგომარეობაში შინ დატოვა, აიპედშიც ყველაფერი წაშალა, კუთვნილი 100 ლარიდან კი მხოლოდ 50 ლარი წაიღო თან. წინა დღეებში ძმისთვის უთქვამს, დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ისე, რომ ვერავინ მნახოსო. უმცროსმა ძმამ ეს ყველაფერი ხუმრობად ჩათვალა და ყურადღებაც არ მიუქცევია. ნინომ სახლში წერილიც დატოვა, რომლის შინაარსიც უცნობია. სავარაუდოდ, გოგონას ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა, დანიშნულების ადგილამდე ტაქსით მივიდა, რადგან კვალი სახლიდან რამდენიმე მეტრში ქრება. მთელი ამ ხნის მანძილზე ნინოს მეგობრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები ეძებდნენ. დედამისი კი დახმარებას ხან ჟურნალისტებს, ტაქსის მძღოლებსა და სხვა მესამე პირესბს სთხოვდა. ალბათ ქუჩებშიც შენიშნავდით ნინოს ფოტოებს. გვინდა მწუხარება გამოვთქვათ ნინოს გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოვუცხადოთ მის ოჯახს. 513 1-ს მოსწონს
|