კულტურა 3 ყველაზე სასაცილო და სულელური ცრურწმენა, რომელიც ყველას გვაშინებს 2013, 9 ნოემბერი, 21:31
დაწყევლილი რიცხვები! ამბობენ, რომ გარკვეულმა რიცხვებმა ადამიანს შეიძლება უბედურება მოუტანონ. მაგალითად: იაპონიაში უიღბლო ციფრებია 4 და 9. იაპონელისთვის 4 აღნიშნავს სიკვდილს, 9 კი ტკივილს. საქართველოსა და რუსეთში დაწყევლილ, უბედურ რიცხვად ითვლება 13, რადგან სწორედ ამ რიცხვში აცვეს იესო ჯვარს. ამავე დროს არაერთი ადამიანი ირწმუნება, რომ 13 მისთვის პოზიტიური და ზოგჯერ ბედნიერების მომტანი რიცხვიცაა.
გადმოცემის მიხედვით, თუ სარკრე გაგიტყდათ 7 წლის მანძილზე საქმე ცუდად წაგივათ, არ გაგიმართლებთ. ეს ცრურწმენა იმ მოსაზრებიდან მოდის, რომლის მიხედვითაც სარკე მხოლოდ ჩვენს გამოსახულებას კი არ აღიქვამს, არამედ მასში ჩვენი სულის ნაწილიც რჩება. როდესაც ოჯახში ვინმე კვდება და სახლში მიცვალებულია, ყველა სარკეს ნაჭერს აფარებენ, რომ სული სახლში არ დარჩეს-სწორედ ეს ჩვეულება უდევს საფუძვლად ზემოთთქმულს. უიღბლობა შვიდი წლის მანძილზე-ეს ხომ დიდი დროა... ადამიანებმა კი ამ უიღბლობისაგან თავის არიდების საშუალებაც მოიფიქრეს: გატეხილ სარკეს მიწაში მარხავენ ან მას სარეცხ ფხვნილს აყრიან და სჯერათ, რომ გატეხილი სარკე უბედურებას აღარ მოუტანთ.
თუ მარილი დაგებნა წინ ჩხუბი მოგელის-ასეთია შემდეგი ცრურწმენა. ალბათ არ იცით საიდან მომდინარეობს ეს მოსაზრება. ადრე დაახლოებით იმდენი იყო ერთი ტომარა მარილის ფასი, რამდენიც დღეს ერთი ტომარა ოქრო ღირს. მარილი ძალიან იშვიათი და ძვირი "ხილი" გახლდათ. თუ ვინმე მარილს დააბნევდა, ოჯახს გემრიელი კერძების გარეშე დატოვებდა, რაც ხშირად ჩხუბის საბაბი ხდებოდა. დღეს მარილი ეგზოტიკური პროდუქტი აღარ გახლავთ და მისი დაბნევა საჩხუბარიც ნაკლებადაა. 279 6-ს მოსწონს
|