საზოგადოება ნინი ბადურაშვილი ახალი კლიპითა და ცხოვრებისეული სიახლეებით 2013, 9 ნოემბერი, 17:36 მომღერალი ნინი ბადურაშვილი რთული ზაფხულის შემდეგ აქტიურ ცხოვრებას განაგრძობს. ისედაც პოპულარული მომღერალი პირადმა დრამამ (არშემდგარმა ოჯახმა) თუ მელოდრამამ (პატარა ელენეს დაბადებამ) უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა. მის ცხოვრებაში სიახლეებია. დავიწყოთ იქედან, რომ პატარა ელენემ დედის ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა. ჭირვეული ბავშვი არ არის, ხშირად არ ტირის, ძალიან კონტაქტურია და ცოტა ღორმუცელაც, ღამით ძილშიც კი მიირთმევს. ნინი გვიამბობს, რომ ელენე დილაადრიან ხმებს გამოსცემს, რასაც ის სიმღერას უწოდებს. ასე, რომ დილით მომღერალს ქალიშვილის სიმღერა აღვიძებს, პატარას აჭმევს, უმღერის ეთამაშება, შემდეგ კი მოსავლელად ბებიას, ეკა კახიანს უტოვებს, თვითონ კი ცოტა კიდევ სძინავს. ნინი ალბომზეც მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე თვეში გაიმართება. ინტერნეტსივრცეში ნინის ახალი კლიპი გავრცელდა, რომელშიც მომღერლის გარდა სხვა ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ. კლიპი სავარაუდოდ "საქართველოს რკინიგზის" სარეკლამო ვიდეორგოლია. "დასვენება მატარებლიდან იწყება-საქართველოს რკინიგზა"-ამ ფრაზით მთავრდება საკმაოდ მხიარული, ფერადი და ხალისიანი ვიდეორგოლი. ვუსურვოთ ნინის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 149 4-ს მოსწონს
|