x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბარონესა სიდონია დე ბარსი. ქალი რომელმაც წვერების წყალობით გაითქვა სახელი.

image
ბარონესა სიდონია დე ბარსი–ქალი რომელიც წვერის გამოისობით გაითქვა სახელი.
იმ მსახიობებისაგან განსხვავებით, რომლებიც ყიდულობდნენ ტიტულებს მაყურებლებთან წარმოსაჩენად, სიდონია ნამდვილად ეკუთვნოდა წარჩინებულ გვარს. ის დაიბადა ბუდაპეშტში 1866 წლის 1მაისს. გოგონა არაფრით განსხვავდებოდა მისი თანატოლი მოზარდებისაგან, იზრდებოდა საუკეთესო პირობებში და გარეგნულადაც მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა გაიზარდა. მის ირგვლივ მუდამ ტრიალებდნენ ახალგაზრდა დიდგვაროვანი მამაკაცები. სიდონიამ არჩევანი მასავით დიდგვაროვან ახალგაზრდა ოფიცერზე გააკეთა და ისინი დაქორწინდნენ. 1885 წლის 28 თებერვალს ახალგაზრდა წყვილს შეეძინა ბიჭი, მდიდარ მემკვიდრეს მშობლებმა ნიკუ დაარქვეს.
ნიკუ დაიბადა ჩვეულებრივი პროპორციებით და წონით, თუმცა სიმაღლით ძალიან პატარა. ექიმმა პირდაპირ განუცხადა ახალგაზრდა წყვილს, რომ მათი შვილი "ლილიპუტი" იყო და ის ჩვეულებრივი სიმაღლისა ვერასოდეს ვერ გახდებოდა. ნიკუს დაბადებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ სიდონიამ შეამჩნია რომ მეუღლესავით მასაც ღინღლი ამოსდიოდა ნიკაპზე, რაც რამდენიმე კვირაში უკვე ჩვეულებრივ წვერებად გადაიქცა. სიდონიას ქმარი თავბედს იწყევლიდა ჯერ ლილიპუტი შვილის და ახლა უკვე წვერებიანი მეუღლის გამო. უბედურებაც ამით არ დასრულებულა, ავსტრო–უნგრეთში გამწვავებულმა ვითარებამ ოჯახს სიმდიდრე და ქონება ხელიდან გამოაცალა და ოჯახი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
სიდონია ისე იყო გაზრდილი მდიდარ ოჯახში, რომ პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეეძლო, მისი მეუღლეც ოფიცრად გაზარდეს და ისე მოამზადეს სამხედრო კარიერისათვის, რომ არანაირი საქმის გაკეთება არ ეხერხებოდა.
თუმცა ის რაც ოჯახს უბედურებად დაატყდა თავს, მათ გასაჭირის ჟამს უშველა.
ოჯახის უფროსი რომელიც ძალოსანს უფრო ჰგავდა ვიდრე ყოფილ ოფიცერს, სიდონია–ქალი წვერებით და "ლილიპუტი" შვილი, კარგი საშუალება იყო მაყურებლების მოსაზიდად და ცირკის დირექტორმა სიამოვნებით მიიღო ოჯახი თავის დასში, მართლაც ძალიან მალე ეს ოჯახი ძალზე პოპულარული გახდა და ოჯახმაც ასე თუ ისე საკმაოდ კარგი საცხოვრებელი პირობებიც შეიქმნა.
ოჯახი რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკაში ჩავიდა ბედის საცდელად და საკმაოდ მალე მოიხვეჭა სახელი. დიდგვაროვანმა ოჯახმა მალევე შეიძინა საკმაოდ დიდი სახლი და საკმაოდ კარგი კომფორტიც მოიწყო.
ზაფხულობით ოჯახი მოძრავი ცირკის შემადგენლობაში მოგზაურობდა ქვეყნის მასშტაბით და ზამთრობით ნიუ–იორკში ჩერდებოდა საკუთარ სახლში.
დიდგვაროვან–ცირკის მსახიობებს 1912 წელს უბედურება დაატყდა თავს, მოულოდნელად გარდაიცვალა ბარონი– სიდონიას ქმარი. წვეროსანმა ქვრივმა ბარონესამ ერთი წელი იგლოვა ქმარი და მეორეჯერ გათხოვდა. ბარონესა თითქმის უკანასკნელ დღემდე გამოდიოდა ცირკის არენაზე. ბარონესა სიდონია გარდაიცვალა 1925 წელს. მარტოდ დარჩენილმა ნიკუმ კი ცირკის დასთან ერთად მოგზაურობას მიჰყო ხელი.
სიდონიას შვილი ნიკუ–საგვარეულო ტიტულით სურათზე.
image

2
140
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
140
  
2013, 8 ნოემბერი, 22:03
აი ბოლოსდაბოლოს გავიგეთ წვერებიანი ქალის ამბავი.. მეც არ მიკვირდა, რატომ არ იპარსავდა მაინც -თქო? თურმე ფულს შოულობდა ამით:)
0 1 2