x
image
ხიზანიშვილი
სტეფანე "ახალ ხმაში" არსებულ შიდა პრობლემებზე ალაპარაკდა

image- მუსიკოსის და პროდიუსერი, სტეფანე მღებრიშვილი. საქართველოს გარდა მას იცნობს ევროპა. 3G - თან ერთად სტეფანემ პოპულარობა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოიპოვა. სიმღერის პარალელურად იყო სააგენტო "არტ ფორუმის" დამაარსებელი და პროდიუსერი, განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.

- ბოლო დროს საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღების
ცენტრში, პროექტ "ახალი ხმის" საშუალებით მოექცა. როგორც სტეფანემ ერთ-ერთ ინტერვიუში
განაცხადა, "ახალი ხმით" ალბათ კმაყოფილია, რადგან ჯერჯერობით რჩება ამ პროექტში. კონკურსანტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ძალიან ძლიერი ნაკადია, ხოლო რაც შეეხება თვითონ შოუს, არც შეიძლება მისი სხვა ქვეყნების ანალოგიურ შოუებთან შედარება, რადგან იქ ბიუჯეტები არის დაახლოებით 20-30 - ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში. თუმცა ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შოუ გავდეს შოუს და იმ შესაძლებლობებით, იმ კამერებით თუ იმ განათებით, ისინი როგორც შეუძლიათ წვალობენ, იმიტომ, რომ ფინანსები აქვთ ძალიან დაბალი.

- პროექტის მიზანი არის ახალი სახეების აღმოჩენა, თუმცა რაში გვჭირდება ახალი სახეები, როდესაც არ არის ბაზარი, არ არის კონცერტები, შიდა ტურნეები? ამაზე სტეფანე ამბობს, რომ ეს უკვე ზოგადად ქვეყნის პრობლემაა, ისინი თავის საქმეს აკეთებენ და სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ პროფესიის ადამიანების, ასევე იმ ახალგაზრდების და ახალბედა მომღერლების მომავლის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

0
291
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0