სხვა მის ტრანს (!)-ბრაზილია 2013 2013, 4 ნოემბერი, 13:53 ბრაზილიაში დასრულდა სილამაზის კონკურსი "მის ტრანს ბრაზილია 2013" (Miss Trans Brazil 2013), რომელშიც, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ მამაკაცებად დაბადებული ტრანსსექსუალები. კონკურსის მთავარ პრიზად ბრაზილიის ტრანსგენდერულმა ასოციაციამ დააწესა ვაუჩერი, რომლითაც გამარჯვებული, სურვილის შემთხვევაში, შეძლებდა ტაილანდში სქესის შეცვლისთვის საჭირო ოპერაციის გაკეთებას. ამგვარი ჯილდო მონაწილეებისთვის საკმაოდ მომხიბვლელი აღმოჩნდა, რადგან, როგორც ცნობილია, თავად ბრაზილიაში აღნიშნული ოპერაცია კანონით არის აკრძალული. "მის ტრანს ბრაზილია 2013"-ში მონაწილეობდა 19 ტრანსსექსუალი, რომლებიც მთელი ბრაზილიის მასშტაბით გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩა. მათ შორის იყო ტრანსსექსუალთა უფლბების აქტიური დამცველი, 38 წლის მარჩი. მისი სიტყვებით, ბრაზილიაში ტრანსვესტიტები აშკარა დისკრიმინაციას განიცდიან: მათთან ურთიერთობას გაურბიან, უარს ეუბნებიან სამუშაოზე აყვანაზე და ა.შ. კონკურსის გამარჯვებული კი გახდა 21 წლის პარიკმახერი, Raiica Ferraz-ი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღიარა, რომ თავიდან უჭირდა საზოგადოებაში გამოჩენა, აღშფოთებული მზერების გაძლება, შემდეგ კი მობეზრდა თავდახრილი ყოფნა და ახლა უკვე ამაყობს საკუთარი თავით. ამ ყველაფერზე კომენტარები თქვენთვის მომინდია... 76 5-ს მოსწონს
|