x
image
რუსუდან ბერიძე
ხილის დესერტი
image

დესერტისთვის ჩვენ დაგვჭირდება:

–––––––––––––––––––––––––––

2 ჭიქა– ნებისმიერი სახეობის დაჭრილი ხილი.


100 გრ–შოკოლადის ნამცხვარი.

250 გრამი–ნაღების კრემი.

1ჩ.კ–შაქრის “პუდრი"

3ს.კ–გახეხილი შოკოლადი.

1ს.კ–რომი ან კონიაკი.(სურვილისამებრ)

დესერტის მომზადება:

––––––––––––––––––––

ნამცხვარი დავფქვათ ბლენდერში, ოღონდ ძალიან წმინდათ– არა.ნაღებს დავუმატოთ შაქრის“პუდრა" და ავთქვიფოთ კარგად.

დესერტი ფიალებში მოვათავსოთ ასეთი თანმიმდევრობით:ძირში ნაღების კრემი, ნამცხვარი, რომელსაც რომით ან კონიაკით დავნამავთ, მოვაწყოთ ხილი.მერე ისევ კრემი, ნამცხვარი, ხილი...ვიდრე სულ არ აივსება, ისე რომ ბოლოს უნდა იყოს კრემი, რომელსაც ხილით მოვრთავთ და მოვაყრით გახეხილ შოკოლადს.გავაცივოთ კარგად და...

მივირთვად გემრიელად!

0
182
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0