კულტურა ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთ. 2013, 1 ნოემბერი, 21:19 თქვენდა გასაოცად თურმე არსებობს ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთ. 2006 წლის სექტემბერში ქალაქ სან-პაულოს მერმა გასცა ე.წ. "სუფთა ქვეყნის კანონი", რაც სწორედ გარე რეკლამების ამოღებას გულისხმობს. კანონის მიღების წელს, ანუ 2006 წლის მიწურულამდე კანონის თანახმად სულ 15 000 ბილბორდი ამოიღეს, ასევე პლაკატები შენობებსა თუ გზებზე. კანონი ასევე კრძალავს სატრანსპორტო ავტობუსებზე არსებულ რეკლამებსა და ბროშურა-ბუკლეტების დარიგებას. სრული კონტროლისათვის კი ქალაქის მერმა მოახდინა გარე ვიდეო დემონტაჟი, რისთვისაც 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო. სამხრეთ ამერიკის, სიდიდით მეოთხე ქალაქი კი ბოლო 7 წლის განავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში მოექცა აღნიშნული მიზეზის გამო.
![]() იხილეთ არაფრის მთქმელი, სან-პაულოს შიშველი ქუჩები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 439 18-ს მოსწონს 1-ს არა
|