მაღალგანვითარებული იაპონიის კვალდაკვალ ნელ-ნელა მთელი მსოფლიო უგამყიდველო ვაჭრობაზე გადადის.თუ დავუჯერებთ ტენდეციებს, ეს ბიზნესი ძალზე მომგებიანია.ყავას და წვენებს რომ თავი დავანებოთ გამოვიდა ავტომატი, რომელიც..ოქროს ზოდებს ჰყიდის.
ეს ავტომატი სახელად Gold to Go 999.9 სინჯის ოქროს მონეტებს ჰყიდის, ავტომატი ინტერნეტის მეშვეობით ყოველ 10 წუთში ოქროს ფასს აახლებს.(ბაზრის მიხედვით, დაკლება- მომატება)
დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში ავტომატის მეშვეობით იყიდება მალფუჭებადი პროდუქტებიც:ბოსტნეული, ხორცი, თევზი.ტოკიოში არის ავტომატი, რომელიც ქორფა მწვანილს ჰყიდის. საფრანგეთში პურ-ფუნთუშეულის ავტომატსაც შეხვდებით და ბოსტნეულისასაც. ხორცის ავტომატი "სმარტი" ა.შ.შ-ში. იაპონიაში კიბორჩხალაც შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომატით. ევროპაში და აზიაში შეგიძლიათ ტექნიკაც შეიძინოთ ავტომატების მეშვეობით, სმარტფონები, ფლეიერები, ტელეფონები და ა.შ. გერმანიაში ავტომატის საშუალებით ველოსიპედის საბურავიც კი შეიძლება შეიძინოთ. ეს ავტომატები კი თევზაობის მოყვარულთათვისაა, ჭიები თევზაობისთვის.
და ბოლოს... ამსტერდამში და ნიუ-ორკში გახსნილია რესტორნები, რომლებიც მთლიანად ავტომატებზე მუშაობენ.