შოუბიზნესი დატოვებს თუ არა შორენა ბეგაშვილი რუსთავი 2-ს? 2013, 30 ოქტომბერი, 10:50 - დატოვებს თუ არა "რუსთავი 2"-ს შორენა ბეგაშვილი და გადავა თუ არა მოსკოვში საცხოვრებლად, ეს ჯერ კიდევ განსჯის საგანია, თუმცა როგორც ცნობილი გახდა ქართველი სექს-სიმბოლო ამჟამად მოსკოვში იმყოფება თავის შეყვარებულთან, ირაკლი ნანაძესთან ერთად და რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. - როგორც მსახიობის საუკეთესო მეგობართან პირადი საუბრებით ირკვევა, შორენა ბეგაშვილი ძალიან შეყვარებულია, წყვილმა კი სამუდამოდ ერთად ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო. შორენას პირადი ავტომობილი უკვე ხუთი დღეა თბილისის აეროპორტის ავტოსადგომზეა გაჩერებული, რაც მის საქართველოში არყოფნას ადასტურებს. - გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მსახიობს ყოველდღიური შეხება არ აქვს, ტელევიზიაში არ ფლობენ ინფორმაციას მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ. - მსახიობმა ერთ-ერთ გადაცემაში დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ შეყვარებული და ბედნიერია, რაც აღნიშნული ინფორმაციის რეალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. - შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ შორენასა და მისი შეყვარებულის ცოლს შორის გარკვეული კონფლიქტი არსებობდა, ია ნანაძე მსახიობს მის საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ასევე არსებობდა ჭორები შორენას ფეხმძიმობის შესახებ, რაც მსახიობმა არ დაადასტურა. 411 6-ს მოსწონს
|