ცუდი განწყობის მტრები.
ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ხშირია უსიამოვნებები, იმედგაცრუება, დანაკლისი. სტრესი, რომელიც ნებისმიერი ნეგატიური მოვლენის შედეგია, ყველა ჩვენგანისთვის კარგადაა ნაცნობი.ხშირად სრულიად უმიზეზოდ ვართ ცუდ ხასიათზე, და ეს განწყობა მთელ დღეს გაგვყვება ხოლმე. თუმცა ხანდახან ერთი უმნიშვნელო წვრილმანიც კარგ განწყობას გვიქმნის, კარგი განწყობა კი წარმატებული ცხოვრების საფუძველია.
მაშ ასე, შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რათა განწყობა გაიუმჯობესოთ და დილა პოზიტიურად დაიწყოთ.
1. ცუდ განწყობასთან საბრძოლველად ყველაზე ხშირად შოკოლადს იყენებენ. ცნობილია, რომ ის ტონუსს ამაღლებს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. შოკოლადის მიღება ააქტიურებს ისეთ ნეიროგადამცემლებს, როგორიცაა ენდორფინი. ეს ქიმიკატი კი ამსუბუქებს ნებისმიერი სახის ტკივილსა და სტრესს. ენდორფინთან ერთად აქტიურდება სეროტონინი, რომელიც ცნობილია, როგორც ანტიდეპრესანტი.
2. გუნების გამოკეთების საუკეთესო საშუალებაა სპორტი.თუ დილით თქვენს თავს აიძულებთ რამდენიმე მარტივი ვარჯიშის შესრულებას, მაშინვე იგრძნობთ განწყობის ცვლილებას.
3. აუცილებლად გეყოლებათ დიდი ხნის უნახავი მეგობრები, კარგი იქნება, თუ მათთან შეხვედრას მოახერხებთ, ახალი ინფორმაცია მათ შესახებ და ახალი გარემო მნიშვნელოვნად გამოგიკეთებთ გუნებას.ასევე კარგი იქნება თუ მეგობრებთან ერთად წახვალთ საცეკვაოდ ან საყიდლებზე.
4. არომატული ზეთებით "გამდიდრებული" ცხელი აბაზანა განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა.იგი დადებითად იმოქმედებს თქვენს სულიერ სიმშვიდეზე და ორგანიზმს ახალი ენერგიით აავსებს.