თუ თქვენ გიყვართ შოკოლადის ტორტი, თქვენ ენერგიულ, სიცოცხლით აღსავსე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით.თავის დაცვა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მდგომარეობაში შეგიძლიათ.აგრესორს, თუნდაც სარეცელში, საკადრის პასუხს გასცემთ.ერთი სიტყვით, თავს არავის დააჩაგვრინებთ.
.
თუ გიყვართ ხილის ტორტი, თბილი და სულიერებით აღსავსე, ესთეტი ბრძანდებით.დაჩვეული ხართ გასცეთ და მიიღოთ ადამიანურ გრძნობებში ყველაზე საუკეთესო და კეთილი.მხოლოდ ინტელექტუალურ ადამიანებთან ურთიერთობა აუცილებლად არ მიგაჩნიათ, თუმცა საკმაოდ განათლებული ხართ.ყველაზე მეტად კი მგრძნობიარე, გულჩვილ ადამიანებს აფასებთ.
თუ გიყვართ ტორტი ბეზეთი, გემოვნებიანი ხართ და სილამაზის შეგრძნება განსაკუთრებულად გაქვთ განვითარებული.ამასთან, საკმაოდ ცივი და რაციონალური ბრძანდებით.შეიძლება ითქვას, პრაგმატული.საკუთარ თავს ბევრის უფლებას არასოდეს მისცემთ.საფრთხეს ყოველთვის უშიშრად ხვდებით.თქვენი საფირმო ნიშანია გრძნობების კონტროლი.სხვასაც იმავეს მოუწოდებთ.
.
თუ "ჩიტის რძის"ტიპის ტორტი გიყვართ, თქვენ მორიდებული, მგრძნობიარე, გულჩათხრობილი ადამიანი ხართ.გეშინიათ გრძნობების გამომჟღავნების, რადგან გგონიათ, რომ ამას ვინმე ბოროტად გამოიყენებს და გულს გატკენთ.ამიტომ გესაჭიროებათ მეგობარი, რომელიც ანგარიშს გაგიწევთ.