დიდი ზომის ჩანთის მოყვარულები უმეტესად საქმიანი ქალები არიან, რომლებიც მუდმივად კარიერაზე ფიქრობენ. ვინც მცირე ზომის ყურებიან პატარა ხელჩანთას ატარებს, საკუთარ თავში დარწმუნებული ეგოისტია.მათთან ურთიერთობა არცთუ ისე ადვილია.
თუ ქალი ჩანთას გულზე მიკრულს ატარებს, შესაძლოა, ამ ტიპის ქალი საკუთარ თავში ბევრ რამეს მალავდეს და გარშემომყოფებს არ
ენდობოდეს.
როცა ქალს ჩანთა ცალი კუთხით უჭირავს, იგი თავდაჯერებულია, ჩანთის ამგვარი ტარება, უმეტესად, პრეტენზიულ ქალებს ახასიათებთ.
თუ ქალი ჩანთას იღლიით ატარებს, ასეთი ქალი ჩაკეტილი და უთქმელია.
მხარზე გადაკიდებულ ჩანთას ძირითადად მორცხვი ქალები ატარებენ.თუ ქალი მხარზე გადაკიდებული ჩანთის მოძრაობას ხელს აყოლებს, ე.ი.მას მხიარული ხასიათი აქვს.საერთო ჯამში, ამ ტიპის ქალი კმაყოფილია ყველაფრით და საერთოდ, ცხოვრებით.