ქალი და მამაკაცი უბერებელი ენი.აუხსნელი მოვლენა,რომელმაც ცხოვრება დაუნგრია. 2013, 29 ოქტომბერი, 10:04 მილიონობით ქალი მსოფლიოში, დროსა და ფულს არ იშურებს იმისათვის, რომ სიბერემ კვალი არ დატოვოს მის სახესა და სხეულზე.
მაგრამ ქვეყანაზე არსებობს ერთი ბრიტანელი 47 წლის ქალბატონი, რომელიც ყოველ დილით იმ იმედით იყურება სარკეში, რომ იქნებ ერთი ნაოჭი მაინც აღმოაჩინოს.მაგრამ საოცრებაა, სიბერე მას გვერდს უვლის. როცა ენი 24 წლის გახდა, ის დაქორწილდა ქრისტოფერ ბალტონზე, რომელიც წლოვანებით მისი ტოლი იყო.წყვილი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა.მაგრამ 5 წლის შემდეგ, ოჯახში სერიოზული პრობლემები წარმოიქმნა.რაც საბოლოოდ დაშორებით დამთავრდა.მიზეზი ის იყო, რომ ენი ქმართან შედარებით, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. როცა წყვილს 30 წელი შეუსრულდა, მათ შორის სხვაობა ვიზუალურად ასაკში ძალიან დიდი ჩანდა..ენი ახალგაზრდა ყმაწვილებსაც კი მოწონდათ.რაც ქრისტოფერს ძალიან აეჭვიანებდა და აღშფოთებდა.ამის გამო კონფლიქტი აღარ თავდებოდა.ისიც ძალიან აღიზიანებდა ქრისტოფერს, როცა ზურგსუკან მის გადახრებზე ჭორაობდნენ, ძალიან “ახალგაზრდა" ცოლის გამო. მიუხედავათ იმისა, რომ წყვილმა ერთად 8 წელი გაატარა და 2 შვილიც ეყოლათ, თავიდან ვერ აიცილეს დაშორება.ენის ქმარმა არ შეწყვიტა ამაო ეჭვიანობა და ენიც მწვავედ განიცდიდა ამას.ქმრის დაშორების შემდეგ ენიმ გადაწყვიტა, სერიოზული ურთიერთობა არავისთან დაემყარებინა. მაგრამ 4 წლის შემდეგ, მან გაიცნო ბრაიან გრეხემი, რომელსაც საბოლოოდ ცოლად გაჰყვა.ქმარი ძალიან კმაყოფილი იყო ცოლის ახალგაზრდული შესახედაობით და კიდეც ამაყობდა ამით.მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ისტორია კვლავ განმეორდა.თავდაპირველად ბრაიანის შურდათ, ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი რომ ჰყავდა.მაგრამ შემდეგ დასცინოდნენ, შვილად უფრო “შეგეფერებაო".ასე დასრულდა მეორე ქორწინებაც, მუდამ ახალგაზრდა ენის. მსგავსი სიტუაცია განმეორდა ჩვენი გმირის შემდეგ ქორწინებაშიც.მესამე ქორწინებაში მან კიდევ 2 შვილი გააჩინა, მაგრამ მაინც მარტო დარჩა.მისმა მეუღლემ ვერ აიტანა ხალხის ჭორაობა, რომ ის ახალგაზრდა ქალებზე მონადირე იყო და მეუღლე ალბათ ფულის გამო იყო მასთან.საბოლოოდ ეს ქორწინებაც დაინგრა.თქვენ წარმოიდგინეთ, დაქალებმაც კი ზურგი აქციეს “უბერებელ"ენის, იმის გამო რომ მათ ქმრებს უნებურად თვალი გაურბოდათ მისკენ.მოზრდილი შვილებიც ზოგჯერ უხერხულში ვარდებოდნენ “ახალგაზრდა"დედის გამო, რადგან ბევრი მათ შეყვარებულად მიიჩნევდნენ, როცა მათ გვერდით იყო დედა და ამის ახსნა უწევდათ. თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ენი აღნიშნავს, რომ მისი სხეულის და სახის მუდმივმა ახალგაზრდულმა იერმა, ცხოვრებაში მას პრობლემების მეტი არაფერი შეუქმნა და დაუმსხვრია ნორმალური ქალური ბედნიერება. 843 4-ს მოსწონს
|