x
image
lady.ge
ქორწინება 30 წლის შემდეგ

image


ამერიკელი ფსიქოლოგი და მწერალი, თრეისი ქებოტი საკმაოდ გვიან (მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტისთის
ძალზე გვიან!) 42 წლის ასაკში დაქორწინდა. მანამდე კი იგი ბევრ პაციენტს დაეხმარა იმაში,
რომ ამ უკანასკნელთ საკუთარ თავში აღმოეჩინათ და ემუშავათ იმ თვისებებზე რომელიც როგორც
წესი საშუალებას არ გვაძლევს პირადი შეცდომების გარეშე ავაწყოთ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან.


„მე საკმაოდ დიდხანს ვიყავი თავისუფალი, აქედან გამომდინარე
შევძელი საფუძვლიანად დავტკბარიყავი დამოუკიდებელი ქალის ცხოვრებით, რომლის დაკარგვაც
ახალგაზრდობის წლებში კატასტროფულად მაშინებდა. თუმცა მოგვიანებითაც მქონდა იგივე თავისუფლების
დაკარგვის პანიკური ფობია, როცა უკვე შედარებით დიდ ასაკში, გამოვცადე როგორია იყო
მარტოხელა „ოჯახურ წრეში“, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც საკმაო დრო დამჭირდა საიმისოდ, რათა
საკუთარი თავი „უღელში“ წარმომედგინა. მით უმეტეს ნებაყოფლობით მიმეღო ეს უღელი“ ამბობს
დოქტორი ქებოტი.


წლების მანძილზე მარტოხელა ქალებზე დაკვირვებამ, რომლებმაც
ეს ესაა 30 წელს გადააბიჯეს და უკვე ყველანაირი იმედი დაკარგეს იმის, რომ ოდესმე შესძლებენ
ბედნიერი ოჯახის შექმნას, თრეისი ქებოტი მიიყვანა
იმ დასკვნამდე რომ ამ ქალების უმრავლესობას რეალობის ერთნაირი, მცდარი ფსიქოლოგიური აღქმა გააჩნიათ,
არადა სინამდვილეში საიმისოდ რომ ნამდვილი სიყვარული იპოვნოთ და რაც მთავარია ეს ისტორია
მენდელოსინის მარშით დააგვირგვინოთ, სულაც არ არის აუცილებელი იყოთ მაინც და მაინც
ახალგაზრდა, ლამაზი და გამხდარი. ამ შემთხვევაში გებოტის აზრით, ყველაზე მთავარი მოკავშირე
ქალისთვის არის რეალური სურვილი და მზადყოფნა ოჯახის ყოლის, (თავს არ უნდა ეკითხებოდეთ
მზად ხართ კი ამისთვის ან მართლა გჭირდებათ კი ეს?) ასევე ცოტაოდენი მიზანმიმართულობა და სიჯიუტეც.


მიეცით საკუთარ
თავს არჩევანის უფლება!


პირველი წესი, რომელსაც დოქტორი ქებოტი მარტოხელა ქალებისთვის
აწესებს, არის ის რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ გაუთავებელი მოკლევადიანი პაემნები.
იმ ქალბატონების უმრავლესობა, რომლებიც მარტოობით იტანჯებიან, ცხოვრებაში არასდეს აურჩევიათ
მამაკაცი საკუთარი გემოვნებით, ისინი კმაყოფილდებიან იმით ვინც თავად ირჩევს მათ, შემდეგ კი ძალიან განიცდიან არშემდგარი ურთიერთობების გამო. არადა პრობლემა ზუსტად იმაშია, საკუთარ თავს აუცილებლად უნდა კითხოთ
და რა გინდათ თქვენ? და როცა პასუხი გექნებათ ამ კითხვაზე, მონახეთ ამ პასუხის შესაბამისი მამაკაცი, ამჯერად აირჩიეთ თქვენ!


უარი თქვით „კონკიას
სინდრომზე“


საოცარია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქალები რომლებიც
პროფესიულ საქმეებში გასაოცარი მიზანმიმართულობით და შემართებით გამოირჩევიან, პირად
ცხოვრებაში აფსოლუტურად, პასიურ პოზიციას ირჩევენ, ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის როგორ
ეფლირტავოს მამაკაცს, სამაგიეროდ კარგად იცის, როგორ არ უნდა გაუშვას ხელიდან მორიგი
სარფიანი წინადადება ბიზნესში. ასეთი ქალები თვლიან, რომ მამაკაცმა იქეთ უნდა გამოიჩინოს
ინიციატივა, უკან სდიოს, ხელში თაიგულმომარჯვებულმა კარები უნგრიოს და ა.შ არა, არა და არა! ძვირფასო ქალებო, თქვენი მარტოობის თავი და თავი ისაა, რომ თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლოთ პირად ცხოვრებაშიც ისეთივე ოსტატობით მოიპოვოთ ე.წ „საუკეთესო ხარისხის ნადავლი", როგორც ამას პროფესიულ
სარბიელზე აკეთებთ და რაც მთავარია დაიჯეროთ, რომ თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ!





თრეისი ქებოტი - წიგნიდან „ქორწინება 30 წლის შემდეგ“










5
2532
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2532
  
2013, 31 მაისი, 23:37
მართალია თავისუფალ წლებს არაფერი შეედრება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. მარტოობა საშინელებაა და რომელმა მანდილოსანმაც გადაწყვიტა ოჯახურ უღელზე უარის თქმა პირადი ვითომ და მიზეზების გამო, სულელური გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ე.წ. მეორე ნახევართან გატარებული წლები სულ სხვაა და მოგიწოდებთ შეიცვალოთ აზრი, ვინაიდან დავეთანხმები ქალბატონ თრეისი ქებოტის სიტყვებს- "30 წელს გადაბიჯებული ქალების უმრავლესობას რეალობის ერთნაირი, მცდარი ფსიქოლოგიური აღქმა გააჩნიათ". საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს, ვინაიდან ალბათ მალე მეც იმ რიცხვს განვეკუთვნებოდი, მაგრამ საბედნიეროდ გამოვფხიზლდი და უბედნიერესი ვარ.
2013, 13 იანვარი, 17:17
ასეთი ქმედება არის დასჯადი ამიტომ უკვე მივმართე ადმინისტრაციას და თქვენნაირი უზერები აქ საერთოდ არ უნდა გააჩერონ!
2013, 13 იანვარი, 17:16
უკაცრავად აღარ განმეორდება :)
2013, 13 იანვარი, 17:13
ეხლა მივმართავ ადმინისტრაციას რომ ასეთი ქმედებების გამო დაიბლოკოთ!
2013, 13 იანვარი, 17:09
rogor. ge ზე შეგიძლია ნახო უკეთესი ვარიანტი ;)
0 1 5