ქალი ჰოლივუდის საუკეთესო ჩამცმელები-ქეით ჰადსონი 2012, 27 აპრილი, 1:55 ![]() ცნობილი ქალიშვილი ქეით ჰადსონი, ჰოლივუდის გლამურული გოგონების რიცხვში, ამაოდ როდი იკავებს საპატიო ადგილს. ულამაზესი ღიმილის მქონე ეს ქერათმიანი ლამაზმანი, ყოველთვის ახერხებს გამოიყურებოდეს მომხიბვლელად, მოდურად და საოცრად სექსუალურად. ქეითს განსაკუთრებულად უყვარს ჯინსები, აქედან გამომდინარე მის გარდერობში სხვადასხვა სტილის ჯინსების დიდი არჩევანია. განსაკუთრებულ უპირატესობას კი მ ე.წ „clash-ჯინსებს“ ანიჭებს. ![]() ამას გარდა მსახიობის კიდევ ერთი სისუსტე, მაცდური, სექსუალური სტილის კაბებია, მათ ქეითი ოსტატურად უხამებს ფეხსაცმელს დაბალ ძირზე, იქნება ეს სანდლები თუ ბალეტკები. ![]() ![]() საყვარელი სამოსი, რომლის სიყვარულიც ჰადსონს სხვა ვარსკვლავებისგან გამოარჩევს, არის განიერი, თავისუფალი სტილის ზედები. რომელსაც ვარსკვლავი ყველაფერზე ირგებს, იქნება ეს ჯინსი, ფართხუნა კაბა, ელასტიკი თუ მოკლე შორტები. ![]() ![]() მათ ქეითი სხვადასხვა კომბინაციით ატარებს-ჯინსებთან, მოკლე ქვედაკაბასთან ან ფართხულა ნაჭრის შარვალთან ერთად. 1422 4-ს მოსწონს 4-ს არა
|