საღამოს პოზიტიური განწყობა-Lady.ge გირჩევთ ფილმებს რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
აი რაც შეეხება სურათს, ქართული სახელწოდებით „სიყვარულის
სახელმძღვანელო“ -Manuale d'amore - ამ შემთხვევაში
გირჩევთ ხანგრძლივი ხითხითისთვის მოემზადოთ, იმიტომ რომ ფილმი შედგება რამოდენიმე სხვადასხვა
ისტორიისგან, რომელთაგან ზოგიერთი უზომოდ სასაცილო და სახალისო მომენტებითაა სავსე.
თუმცა მხიარულებასთან ერთად, სურათში ოდნავ სევდიანი
პასაჟებიცაა, რომელიც ცხოვრებისეული, რეალური სიტუაციებიდანაა აღებული და მათი ყურებისას,
დარწმუნდებით რომ ამ ქვეყნად არაფერია შეუძლებელი, როცა ნამდვილი სიყვარული მოდის.
ფილმში ცნობილი მსახიობთა მთელი გუნდი თამაშობს: რობერტ დე ნირო, მონიკა ბელუჩი, მიკელე პლაჩიდო და ა.შ
მოკლედ ძალიან სასიამოვნო კინემატოგრაფიული
კოქტეილია და გირჩევთ არ გამოტოვოთ ამ ორი ფილმის ნახვის სიამოვნება!