x
image
lady.ge
ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია!
image ფსიქოლოგთა აზრით, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები არ ტოვებენ მათ, ვინც არ უყვართ:

თავდაუჯერებლობა:


ეს არის პირველ რიგში ეჭვი იმისა, რომ ადამიანი სხვა პარტნიორთან ვერ შეძლებს ურთიერთობების აწყობას,

აიმეს შეცვლას ცხოვრებაში და კიდევ მრავალი სხვა "იმიტომ", რაც დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან.


საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების არ ცოდნა ან სურვილის არ ქონა

განქორწინებისას ჩნდება უამრავი მოსაგვარებელი საკითხი: დაწყებული იქიდან, თუ სად იცხოვროთ, დამთავრებული ქონების გაყოფითა და ბიუჯეტის გადანაწილებით.

განსაკუთრებით მტკიკვნეულია მატერიალური დამოუკიდებლობა დიასახლისებისათვის, რომლებსაც პატარა შვილები ჰყავთ და ამასთან, ვერ ექნებათ ქონების დიდი ნაწილის მიღების, ან ახლობლების მხარდაჭერის იმედი.

თუმცა, ნებისმიერი დაღმასვლა სოციალურ–ქონებრივ საფეხურზე – დიდი დარტყმაა თავმოყვარეობისათვის.

პასიური ადამიანისათვის სხვის კმაყოფაზე მყოფის ფსიქოლოგიით, ყოველთვის უფრო იოლია გაჩუმდეს და მოითმინოს ოჯახური უკმაყოფილებები, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.


დანაშაულის გრძნობა და სიბრალული

მეუღლის მშვიდი ხასიათი, მისი ყველაფრის მიმტევებლობა და სიყვარული –ზოგიერთისათვის სავსებით

შეიძლება იქცეს თვითგვემის მიზეზად: "ის ისეთი ანგელოზია, მე კი – უგულო და გულქვა!"

თუმცა, დროთა განმავლობაში უსაზღვრო სიყვარულმაც კი შეიძლება გამოწვიოს ყრუ გაღიზიანება, თუ იგი სკანდალებთან ასოცირდება და თუ მამაკაცი უფრო

ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს ცოლთან, მშობლებთან და შვილებთან მიმართებაში, ქალები უფრო სიბრალულისაკენ იხრებიან პარტნიორის

მიმართ და მას უფრო სუსტად წარმოიდგენენ ხოლმე, ვიდრე სინამდვილეშია.

თუმცა, ნუ იჩქარებთ მსგავსი ადამიანების ჩაწერას ალტრუისტთა სიაში – დანაშაულის გრძნობა, ისე როგორც სიბრალული, მხოლოდ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრძნობის გამაძლიერებელია და სითბოს დეფიციტის შინაგანი კომპენსაცია.

"რას იტყვის ხალხი!"

აქ, ალბათ, ყველაფერი გასაგებია...


საერთო შვილები

ბავშვები, როგორც წესი, მძიმედ განიცდიან დედ–მამის განშორებას, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ხშირად საყვედურობენ ხოლმე მშობლებს სწორედ იმის გამო,

რომ დროზე არ დაშორდნენ ერთმანეთს და ასეთი ურთიერთობები აქამდე მოიტანეს. არასაყვარელ ადამიანთან დარჩენა მხოლოდ შვილის გულისათვის არასწორია. ბავშვები შესანიშნავად გრძნობენ უფსკრულის სიღრმეს მშობელთა შორის, იღებენ დამახინჯებულ სურათს ოჯახური ფასეულობების შესახებ და უფრო მეტიც, შეიძლება საკუთარი თავიც კი დაადანაშაულონ იმაში, რომ თქვენ ასეთი უბედური ხართ.

თუ მოჩვენებითი ნორმალური ურთიერთობები ოჯახში მხოლოდ ბავშვების გამო ნარჩუნდება, მათივე სიკეთისათვის უმჯობესი იქნება თავად,

ან ფსიქოლოგის დახმარების აუხსნათ მათ, რომ არაფერი იცვლება – დედას და მამას ისევ ძველებურად უყვართ ისინი, უბრალოდ ახლა, ცალ–ცალკე იცხოვრებენ.


შეიძლება თუ არა ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც არ გიყვართ და ღირს თუ არა ურთიერთობების შენარჩუნება სცადოთ,

ეს მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. უნივერსალური რეცეპტი არაფრისათვის არსებობს, რადგან ლობიოსაც კი ყველა ადამიანი თავისებურად კმაზავს.

ადამიანები მიდიან ფსიქოლოგებთან სასწაულის მოლოდინში. მან წამირად უნდა მოაგვაროს პრობლემა და ბედნიერების რეცეპტიც გამოწეროს!

სინამდვილეში კი სპეციალისტი დაგეხმარებათ მხოლოდ პრობლემების გაშუქებაში და მათი გადაწყვეტის გზებს შემოგთავაზებთ, მაგრამ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს იგი ვერ მიიღებს. თუმცა, მხოლოდ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დახმარება გჭირდებათ, სიგნალია იმისა, რომ არსებობს რაღაცის შეცვლის მოთხოვნილება.

განშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის, განსაკუთრებით, თუ ზურგს უკან ერთობლივი ცხოვრების რამდენიმე წელიწადია.

ეს ხომ, თავისებური ნაბიჯია გაურკვევლობისაკენ, სადაც არაფერია გარანტირებული.

მაგრამ თუ ქორწინება პიროვნებას ანგრევს, ხოლო სიყვარული და შინაგანი სურვილი ურთიერთობების შენარჩნებისათვის არ არსებობს, უმჯობესია დაშორდეთ ერთმანეთს იმ მომენტამდე, სანამ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც ავადმყოფური პროცესი შეიძლება ომში გადაიზარდოს.

თუმცაღა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბედნიერი კავშირები სიყვარულის გარეშე – არც თუ ისეთი იშვიათობაა.

ურთიერთგაგება, პატივისცემა და ემოციური სიახლოვე სექსუალურ შეთავსებასთან ერთად, ბევრად უფრო საიმედოდ და მჭიდროდ აკავშირებენ ერთმანეთთან ადამიანებს, ვიდრე ვნება...

1
1667
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1667
  
2013, 13 იანვარი, 17:14
rogor. ge ზე შეგიძლია ნახო უკეთესი ვარიანტი ;)
0 1 1