x
image
lady.ge
როგორ გავხდეთ ერთადერთი და განუმეორებელი მამაკაცისთვის
image















ალბათ ძნელი წარმოსადგენია ვიკი, რომელიმე სხვა მამაკაცის გვერდით გარდა დევიდისა. ცნობილ მეუღლეს დევიდ ბექჰემს, არანაკლებ ცნობილი პოპ-დივა აგერ უკვე 13 წელია სანიმუშო მეუღლეობას და ცხოვრების მეგზურობას უწევს. ამ პერიოდის მანძილზე ვიკიმ ოთხ ორსულობსათან ერთად, დევიდის ასე ვთქვათ "მსუბუქი ღალატის ფაქტებიც" გმირულად გადაიტანა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც დარჩა ერთგულ და მოსიყვარულე მეორე ნახევრად. დიზაინერი, მომღერალი, ოთხი შვილის გმირი დედა ფაქტობრივად ყველაფერს ასწრებს, შვილების თამაშზე დასწრება-გულშემატკივრობით დამთავრებული, მეუღლისთვის პერიოდულად მოწყობილი რომანტიული ვახშმით ან პაემნით დამთავრებული. ამით ვიკი მამაკაცისთვის შეუცვლელი ქალის სახლემძღვანელოს პირველივე პუნქტს წარმატებით პასუხობს.. თქვენ მეკითხებით რომელი სახლემძღვანელოს? რომელის და იმის, რომელიც ქვემოთაა მოყვანილი. გადახედეთ და გაითვალისწინეთ, თუ გსურთ რომ თქვენი მამაკაცებისთვის შეუცვლლელი ქალის სტატუსი ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვოთ.


წესი პირველი- იყავით მრავალმხრივი- კაცმა რომ თქვას, ამას ჯერ კიდევ ლეგენდარული კოკო შანელი ჩასჩიჩინებდა სუსტი სქესის წარმომადგენლებს. მუდმივი ცვალებადობა კი მარტოოდენ ჩაცმის სტილის, იმიჯის ან თმის ვარცხნილობის ცვლას როდი გულისხმობს. მრავალსახოვანი ქალი რომელიც დღეს გულუბრყვილო გოგონაა, ხვალ ჭკვიანი დიასახლისი, ზეგ კი ჭირვეული, ვნებიანი საყვარელი ნებისმიერ მამაკაცს აინტრიგებს და ურევს თავგზას.


წესი მეორე-მიიღეთ მამაკაცი ისეთი როგორიცაა. დაიმახსოვრეთ პირველი კოცნა ან თუნდაც მისი ხელმოწერა ქორწინების მოწმობის ბლანკში არ გაძლევთ უფლებას, მას ისე მოექცეთ როგორც პრივატიზებულ ობიექტს და მისგან გამუდმებით გადაკეთება ან ცვლილებები მოითხოვოთ.



წესი მესამე-იყავით სანდო. მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ ქალში ამ თვისებას.


წესი მეოთხე-ხშირად გაანებივრეთ საკუთარი თავი. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც არა მხოლოდ მათზე ზრუნავენ, საკუთარი თავიც არ ავიწყდებათ. არავის სჭირდება მსხვერპლად შეწირული თქვენი გარეგნობა, გრძნობები და ა.შ თანმოყოლილი საყვედურებით " მე ხომ ამას შენ გამო.." . გიყვარდეთ იგი, მაგრამ არანაკლებ და უფრო მეტად საკუთარი თავი.


წესი მეხუთე-ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტის. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ პერიოდული კამათი და მძაფრი შეხლა-შემოხლა, წყვილისთვის არამარტო განტვირთვის გზაა დაგროვილი წყენისგან გასათავისუფლებლად, ახალი ენერგიის წყაროა თანაარსებობისთვის, ამიტომ ურიგო არ იქნება, პერიოდულად "ტემპერატურას რომ აუწიოთ" თქვენ ორს შორის.



წესი მეექვეს- ნუ გახდებით მისთვის "ძმა-ქალი". დაახლოებით ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, როცა "ქიმიური რეაქცია" თქვენ შორის შედარებით შესუსტდება, ქალების უმრავლესობას სურვილი უჩნდება მამაკაცისთვის საუკეთესო მეგობრად იქცეს. ნუ იჩქარებთ ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან რაც უფრო მეტად გახდებით მისთვის ე. წ "ძმა-ქალი" მით უფრო დიდი შანსია იმისა რომ იგი თქვენ მიმართ (როგორც სასურველი ქალის მიმართ) ინტერესს დაკარგავს.


წესი მეშვიდე-აუცილებელია ჯანსაღი სექსი. როცა თქვენი ურთიერთობები მოვალეობას ემსგავსება, იქ მოწყენილობა ისადგურებს, მოწყენილობიდან ღალატამდე კი სულ მცირე ნაბიჯია. ამიტომ ხშირად მოაწყეთ ე.წ დაუგეგმავი, სპონტანური "ცხელი ღამეები" რათა რუტინამ არ აიძულოს მამაკაცი სხვა პარტნიორი ეძებოს.


და ბოლოს აუცილებლად დაიცავით ბალანსი ურთიერთობაში. დაიმახსოვრეთ, თუკი თქვენ გამუდმებით უწევთ მას სამსახურს ისე რომ არაფერს ითხოვთ სანაცვლოდ, თავის შეცოდებას ნუ იჩქარებთ იმ მოტივით რომ თქვენ ხართ მისთვის შეწირული მსხვერპლი, ის კი დაუნახავი "სახედარი". უფრო პირიქით, მსხვერპლი სწორედ რომ ისაა ამ შემთხვევაში, რადგან თქვენ მიერ ჩადენილი საქციელის უპასუხოდ დატოვებით, იგი საკუთარ თავზე იღებს "ვალს" რომელიც ერთ დღეს მისთვის ძალიან დიდ, მძიმე ტვირთად იქცევა. შედეგად კი რჩება ერთადერთი გამოსავალი.. უბრალოდ მიგატოვებთ. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, სადაც თქვენ ხართ ე.წ "მიმღების" როლში. ასეთ დროს, პირიქით თქვენი პარტნიორის ძალები, ემოციები და გრძნობები ამოიწურება ერთ მშვენიერ დღეს და ურთიერთობა ისევ და ისევ კრახით დასრულდება. ამიტომ აუცილებელია ორს შორის სწორი "აღებ-მიცემობის" სტრატეგია თავიდანვე იქნეს შემუშავებული. გააკეთეთ მისთვის რამე? მოითხოვეთ ბალანსი.. "ისესხეთ" და "ვალი" დროზე დააბრუნეთ. სწორედ ეს არის წარმატებული ურთიერთობის ანა-ბანა .

3
6955
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
6955
  
2014, 1 თებერვალი, 21:48
კარგი სტატიაა
2013, 25 ოქტომბერი, 18:23
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
2013, 13 იანვარი, 17:08
rogor. ge ზე შეგიძლია ნახო უკეთესი ვარიანტი ;)
0 1 3