სალათები გემრიელი და იოლად მოსამზადებელი სალათი "სინაზე" 2013, 17 ოქტომბერი, 12:45 მასალა: 2 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე 2 ცალი საშუალო ზომის კიტრი(ნედლი ან პიკული) 1 ქილა ქამა სოკოს კონსერვი(450 გრამიანი) 2 ცალი მოხარშული კვერცხი 200 გრამი მაიონეზი მარილი, შავი წიწაკა-გემოვნებით კამა-მოსართავად მომზადება: ფართო სასალათე თეფშზე რიგრიგობით მოვათავსოთ ინგრედიენტები: კარტოფილი( გახეხილი), კიტრი(წვრილად დაჭრილი), სოკო( გაწურული და წვრილად დაჭრილი), კვერცხი(გახეხილი). ყველა ფენას გადავუსვათ მაიონეზი, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შავი წიწაკა. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა და დავდგათ მაცივარში ნახევარი საათით. გემრიელად მიირთვით! 626 13-ს მოსწონს
|