სხვა მსოფლიოში ყველაზე უცნაური მოძრაობის წესები 2013, 16 ოქტომბერი, 23:01 1. იაპონიაში მანქანით მოძრაობისას შემთხვევით ფეხითმოსიარულე თუ გაწუწეთ, საკმაოდ დიდი ჯარიმა დაგეკისრებათ. 2. კანადის ქალაქ მონრეალში უფლება არ გაქვთ საკუთარ თავს გასასვლელი დაუკეტოთ. 3. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამერიკის შტატი ტენესი ყველა მხრიდან ხმელეთით არის მოცული, აქ მაინც აკრძალულია მოძრავი ავტომობილიდან ვეშაპებზე სროლა. 4.თუ ესპანეთში იმყოფებით და ნომრიან სათვალეს ატარებთ, კანონი გავალდებულებთ მანქანაში ერთი სათადარიგი წყვილი კიდევ გედოთ. 5. სკანდინავიაში დღისითაც კი არ არის დაშვებული გამორთული სანათი ფარებით სიარული. 6. სერბეთში ყველა მძღოლი ვალდებულია მანქანაში ჰქონდეს საბუქსირე ტროსი და სამი მეტრის სიგრძის თოკი. 7. კვიპროსში აკრძალულია საჭესთან სმა, წყლისაც კი. 8. ალიასკაზე აკრძალულია ავტომობილის თავზე შემოსმული ძაღლით სიარული. 9. ტაილანდში საჭესთან პერანგის გარეშე დაჯდომა არ შეიძლება. 10. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იმ მანქანებს, რომელთა ნომერი მთავრდება 1-იანით ან 2-იანით, ეკრძალება ორშაბათობით მოძრაობა. 11. საუდის არაბეთში ქალებს საერთოდ ეკრძალებათ მანქანის მართვა. 12. სამხრეთ აფრიკაში მძღოლმა ცხოველებს გზა უნდა დაუთმოს. სულ ეს არის. იმედია გამხიარულდით. თუმცა ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი წესი ჩვენთანაც არ გვაწყენდა, მაგალითად მე-8. 467 8-ს მოსწონს
|