წარსული წარსულია და წარსულში უნდა დატოვო...
ადამიანის ფსიქიკა მეტად უცნაური რამეა, არასდროს ვართ
კმაყოფილი აწმყოთი, თუმცა როდესაც აწმყო იქცევა წარსულად ის მუდამ სანატრელია ჩვენთვის. ყოველთვის დგება მომენტი, როცა
ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავდივართ, რაღაც მთავრდება და რაღაცის დასასრული ყოველთვის
ტრამპლინია ახლის დასაწყისის.ყველაფერი ახალი რათქმაუნდა სასიამოვნო და საინტერესოა
, როცა ის კარგ რამესთანაა კავშირში, ახალ გარემოსთან, ადამიანებთან და ხვდები რომ ეს
რარაც კარგია, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გბეზრდება და ძველი დროის მონატრებას იწყებ.
ეს არცისე კარგია. დარდი და ფიქრი წარსული დღეების, ხელს უშლის ადამიანს ცხოვრების გზა განაგრძოს . კოელიო წერს: „არასდროს მოიხედო
უკან, რადგან ყოველთვის აღმოაჩენ იქ ვიღაცას ან რაღაცას, რის გამოც მოგინდება უკან დაბრუნება“.
მთავარი მაინც აწმყო და მომავალია, თუმცა რადგან მომავალი არვიცით და არც მისი შექმნაა
სრულად ჩვენზე დამოკიდებული, უმჯობესია აწმყოს
მეტი ყურადღება დავუთმოთ . რაც იყო იყო, წარსულს ქვია წარსული და წარსულში უნდა დავტოვოთ
.