x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
რა სურთ ქალებს?
image




















იმისთვის რომ უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი გახდეს თქვენთვის ამ სასიამოვნო მელოდიის თანხლებით წიკითხეთ და არაფრით მის გარეშე...




ხშირად გვსმენია მამაკაცების წუწუნი იმაზე, ვერ გაიგებ რა უნდათ ქალებსო.დარმუნებული ვარ ამ სიტყვების მთქმელ მამაკაცებს, არც კი უფიქრიათ იმაზე რა სურდათ პარტნიორ მანდილოსნებს, თორემ ესეთ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდებოდნენ. ეს უბრალო სიტყვებია, რომელსაც გადასცემენ ერთმანეთს და იმეორებენ და იმეორებენ.


სურვილი ქალის კი ყველაზე მოკრძალებული და უბრალოა–ყურადღება, სითბო და სიყვარული.

ყვავილები უხსოვარი დროიდან სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. მისი ჩუქება ქალისთვის ძვირად ფასობს, მაგრამ იშვიათად თუ ბრუნდებიან შეხვედრებიდან გოგოები შინ თაიგულით, იშვიათად თუ ჩუქნიან ქმრები მეუღლეებს სხვადასხვა დღესასწაულზე ლამაზ თაიგულებს და ა.შ....არარის აუცილებელი თქვენი ცოლი საავადმყოფოში დაწვეს, რომ ყვავილებიმიუტანოთ. რატომ არ შეიძლება გააკეთოთ ეს რამდენჯერმე? იქნებ სცადო და მიხვდები თუ რა სურს ქალს, რა ახარებს და აბედნიერეს, გამოიჩინე ეს ყველაზე მცირე ყურადღება საყვარელი ქალის მიმართ და შედეგსაც დაინახავ.ბროდვეიზე ყველაზე დაკავებული ადამიანი ჯორჯ კოჰეო დღეში ორჯერ ურეკავდა დედამისს და ეს გრძელდებოდა მის სიკვდილამდე. ის განა რაიმეს ახალს უყვებოდა ყოვენ დაარეკვაზე? არა, ასეთი უმნიშვნელო ყურადღების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალებს რომლებიც გიყვართ ახსენებთ, რომ თქვენ ფიქრობთ მათზე.

ყველა საშუალო კაცს შეუძლია მრავალი წელი მშვიდად იცხოვროს, არ ახსოვდეს ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი, მაგრამ რამოდენიმე მათგანი მაინც უნდა იცოდეს, მათ შორის: ცოლის დაბადების დღე და ჯვრისწერის თარიღი.ჩიკაგოს მოსამართლე ჯოზეფ საბატი, რომელმაც ორმოცი ათასი ცოლქმრული კონფლიქტი განიხილა და ორი ათასამდე წყვილი შეარიგა, ამბობს: "ოჯახური ბედნიერება ხშირად წვრილმანებიდან მომდინარეობს. სულ უბრალო ამბავი, როგორიცაა ქმრის სამსახურში წასვლისასცოლისადმი დამშვიდობება, იმ დროს, როცა ცოლი ხელს მომხიბვლელად უქნევს ქმარს, შეიძლება გაყრის თავიდან აცილების საშუალებაიყოს."რობერტ ბრაუნინგი, რომლის ოჯახური ცხოვრება შეიძლება მაგალითად გამოგვადგეს, ცოლსა და მას შორის არსებული სიყვარული, რომ შეენარჩუნებინა, უმნიშვნელო ყურადღებას ავლენდა მეუღლის მიმართ. იგი ისე მოფრთხილებით ექცეოდა ცოლს, რომ ამ უკანასკნელმა ერთხელ თავის დებს ასეთი წერილი მისწერა: "ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, შემთხვევით ანგელოზი ხომ არ ვარო?"

image

ედვარდ ვინსენტ მილეიმ ესეთი რამ დაწერა: "მე იმას კი არ ვწუხვარ, რომ სიყვარული ქრება. არამედ იმას, რომ იგი წვრილმანებზეიხარჯება." ამაში კი იმ სასამართლო პროცებს გულისხმობს, რომლებიც ცოლ-ქმრულ დავებზე იმართება, მათი მოსმენის შემდგომ ნამდვილად მიხვდება ადამიანი, რომ სიყვარული წვრილმანებზე იხარჯება.


სიტყვები, რომელიც მუდამ უნდა გახსოვდეს :"ახლა მე უკვე სხვაგვარად უნდა მოვიქცე, თუ შემეძლება, რომ
რაიმე კარგი გავუკეთო, ანდა გულთბილად მოვექცე ვინმეს, ეს ახლავე უნდა
მოვიმოქმედო -დღესვე!"
ამრიგად თუ გსურთ, რომ ბედნიერი ურთიერთობები გქონდეთ, გახსოვდეთ შემდეგი
შეგონება: "იყავით ყურადღებიანი თქვენი პარტნიორის მიმართ".


აი ესარის პასუხი კითხვაზე რა სურთ ქალებს !!!

image

17
107
14-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
107
  
2013, 18 ოქტომბერი, 14:27
მე ძალინ არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში,რადგან რამე რომ გითხრა რარაც ეტაპი ცხოვრების ,მნიშვნელოვანი,გავლილი უნდა მქონდეს,რადგან ესე ესე არარი ვერც ვერაფერს გეტყვი.თუმცა ერთი შემიძლია გითხრა მიტევება ყველაზე დიდი შვება და ყველაზე დიდი ნიჭია. წასვლა,გაქცევა და ასეთი სუსტი საქციელი ყველას შეუძლია აი დარჩენა და გამკლავება რაღაცის მხოლოდ ძლიერ ადამიანებს. ზოგჯერ ალბათ აზრიც არ აქვს იმისთვის იბრძოლო რაც არ არსებობს....
2013, 18 ოქტომბერი, 14:23
კი ქალზე ბევრია რათქმუნდა დამოკიდებული მაგრამ გული გეტკინება როცა არ დაგიმსახურებია და ასე მოგექცევიან...როცა ყველა შეგნატრის და ის ერთი არ გიფასებს რომლისგანაც ყველაზე მეტად ელოდები.დროზე უნდა გაახილო თვალი რო დაინახო ვინ და როგორი გყავს გვერდით თორე სინანული ძალიან გვიანია...ბევრს შეუძლია ყველაფრის მოთმენა და ატანა მაგრამ მე არა...შეიძლება შენზე ჭკუას ვკარგავ მაგრამ შეიძლება ერთი გამიკეთო ისეთი რის შემდეგაც კაპიკადაც აღარ მიღირდე
2013, 18 ოქტომბერი, 14:15
სწორედ ამიტომ დავწერე,ვიცოდი განსხვავებული მიდგომა,განსხვავებული დამოკიდებულება რომ იქნებდოა ამ თემის მიმართ,ყველა საკუთაირ ცხოვრებიდან გამომდინარე აღიქვამს ყველაფერს საერთოდ და ამ თემასაც მათ შორის.მთავარი ურთიერთობებია,მთავარი გრძნობებია და ამას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი და დროზე იფიქროს ამის დაფასებაზე,თორემე მერე როცა რარაც მოვლენა და ფაქტი გაიძულებს დაფიქრდე,რომელიც ტრაგიკული იქნება , ძალიან გაგიჭირდება სინანულით ცხპვრება....რთულია ადამიანად ყოფნა
2013, 18 ოქტომბერი, 14:13
გეთანხმები ყველაფერში )
2013, 18 ოქტომბერი, 14:11
გულრწფელად გეტყვით...ჯერ იმით დავიწყებ რო ამ სიტყვების წაკითხვაზე დაბადების დღის თარიღი არ უნდა დაგავიწყდეთო მწარედ (ცრემლნარევად) გამეცინა :) მეც ბევრი რამე ვერ წარმომედგინა,თუნდაც ის რომ დილით ისე წავიდოდა ჩემგან რო არ ვაკოცებდი და ასე შემდეგ სხვა მრავალიც მაგრამ ადამიანისგან ადამიანობას რო ვერ დაინახავ მერე ყველაფერი სულერთი ხდება ) არც დილით ვკოცნი,არც ვინტერესდები წყინს,უხარია,შია,წყურია.დაიღალა,არ დაიღალა...მეას ვეთანხმები ერთადერთი რაც ქალს ბედნიერებისთვის ჭირდება გულიდან წამოსული თბილი სიტყვები და მოპყრობაა.მგონი ზედმერად გულახდილი ვიყავი,არმინდოდა დამეწერა მაგრამ ყელში მომაწვა ეს ყველაფერი და დამახრჩობდა ალბათ რომ არ მეთქვა...
2013, 18 ოქტომბერი, 14:08
ეშელბათ ეშლებათ :) კარგია რომ ეგრე ფიქრობ,ყოჩაღ
2013, 18 ოქტომბერი, 11:41
ვერ წარმომიდგენია კაცმა დილით სახლი ისე როგორ უნდა დატოვოს, მეღლეს არ აკოცოს!!! შოკია ჩემთვის ისეთი ურთიერთობა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებებაა!!! ქალს ბევრი არაფერი უნდა, უნდა ყურადღება, სითბო და რაც ყველაზე მთავარია: საყვარელი კაცის გვერდით უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი! რატომ იძახიან ქართველ კაცებზე ცუდს ქალების რაღაც კატეგორია არ ვიცი, არამგონია ქართველ კაცებს ეშლებოდეთ ეგ ყველაფერი!
2013, 18 ოქტომბერი, 0:21
იცი ყველაფერი მაინც ქალზეა,მოდი ჯერ ჩვენ გავხდეთ ნამდვილი ქალები და ჩვენ შეგვიძლია ისინი გავხადოთ ნამდვილი კაცები...:):):) ქალზე ბევრი რამააა დამოკიდებული
2013, 17 ოქტომბერი, 19:41
ნამდვილი კაცები ძველ დროში იყვნენ. :)
2013, 17 ოქტომბერი, 19:41
ყველა კაცი ხომ კაცი არაა. მარტო ერთი რამ სურთ ქალისგან. სულ გაფუჭდნენ და ეგოისტები გახდნენ. ყველა კაცი თავს კაცად თვლის იმიტომ რომ ქალად არ დაიბადა. ნამდვილი მამაკაცობა ბევრ მარეს მოითხოვს. მამაკაცობის ინსტიტუტი უნდა დაარსდეს და მერე ეშველოს იქნებ რამე ამ კაცებს :):):)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10