x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ცხოვრების თანამგზავრი

imageყველამ იცის, ყველა აცნობიერებს იმას, რომ სადღაც არსებობს მისი მეორე ნახევარი, ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს. მთავარი მასთან შეხვედრა და იმ გზაზე სვლაა, რომელსაც მიჰყავხარ იქ სადაც მას აღმოაჩენ. ზოგი ასეთ ადამიანს ადრეულ ასაკში პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს. მე კი მჯერა, რომ თუ კი ეს ხდება, ხდება მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას და საერთოდ შენს ზოგად ხედვას ცხოვრებაზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უზიარებ: იმედს, სიხარულს, ტკივილს, ბედნიერ წუთებს, ყოველ გაღიმებას, დარდს, წარმატებას, მასაც სულ უფრო და უფრო უჩნდება სურვილი, მეტი და მეტი გაიგოს შენზე და მას ისეთი უყვარხარ, გიღებს ისეთს, როგორიც ხარ.ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს გაგრძნობინებს თავს მარტოს და არასდროს განგაცდევინებს იმას, რომ არ ხარ საკმარისზე კარგი. ის არის ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნისთვისაც დრო არასდროს გყოფნის, სულ გაქვს შეგრძნება რომ დრო გებრძვის და იმაზე ჩქარა გადის ვიდრე რეალურად. ამჩნევ რომ იმაზე ხშირად იცინი ვიდრე მასთან შეხვედრამდე, მისი ზარი და ხმის გაგონება გეხმარება გაიადვილო მძიმე და დამთრგუნველი ყოველდღიურობა და ამდენი ლამაზი წუთის ჩუქება შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს და ზოგჯერ იცი და ხვდები ვინ შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ხვდები, რომ გზას, რომელზეც დგეხარ, მასთან არ მიყავხარ.

imageimageimage

13
138
14-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
138
  
2013, 28 ოქტომბერი, 22:04
შენ იყავი კარგად,ჩვენტან საპატიებელი არაფერია ::*:*:*:* მადლობა რომ შემიფასე ესე კარგად
2013, 28 ოქტომბერი, 22:01
მაპატიე(თ ყველამ) – ძალიან დაკავებული ვარ და ცოტას მოვწყდი ინტერმედიას... კარგი სტატია ძალიან..
2013, 28 ოქტომბერი, 22:00
რაღაც მაკლდი:) მადლობა
2013, 28 ოქტომბერი, 21:53
კარგი გოგო ხარ....:)))
2013, 22 ოქტომბერი, 18:57
გაიხარე ჩემო კარგო მადლობა ესეთი შეფასებისთვის
2013, 22 ოქტომბერი, 18:53
:) მართალია
2013, 22 ოქტომბერი, 18:52
ყოჩაღ ნანა :) ძალიან კარგი სტატია და რაც მთავარა რელობაა!!!ჩემი თავიც ამოვიცანი ამ სიტყვებში და ჩემს გარდა ბევრმა სხვამაც ალბათ.
2013, 22 ოქტომბერი, 16:03
მადლობაააა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10