დღევანდელ რეალობაში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, როდესაც ქალი და მამაკაცი იტყვის რომ მათი ქორწინება შვიდ, რვა, ათ ან კიდე უფრო მეტ წელს ითვლის. ესეა როგორც მსოფლიო მაშტაბით ასევე საქართველოშიც, განსაკუთრებით შოუბიზნესის წარმომადგენლების, რომლებისთვისაც განსაკუთრებით რთულია ერთდროულად ქონდეთ კარიერა და ამავე დროს იდილია ოჯახში, სულ რამდენიმე წყვილი შეიძლება მოიძებნოს, რომელთა ქორწინებამაც მრავალ წელს გაუძლო და ალბათ კიდევ ბევრ წელსაც გაუძლებს. მე ყურადღებას სულ რამდენიმეზე გავამახვილებ.

რთულია ამ თემაზე სტატია დაწერო და პირველი ბექჰემების ვარსკვლავური ოჯახი არ გაგახსენდეს. ფეხბურთელი დეივიდ ბექჰემი და მისი მეუღლე ვიქტორია ბექჰემი.დეივიდს ის ერთი დანახვით შეუყვარდა, როცა ჯგუფ Spice Girls_ის კონცერტს უყურებდა სასტუმროს ნომერში, სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა, რომ შავთმიანი ლამაზმანი მისი ცოლი უნდა გამხდარიყო.1999წელს იქორწინეს და დღემდე ერთად არიან.ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ გავრცელებულა ჭორები მათი დაშორების შესახებ, მაგრამ ყოველ ახალ ჭორზე ვიქტორია ქმარს შვილს უჩენდა და აქედან გამომდინარე ყველა ჭორი უფერულდებოდა.მათ ოთხი შვილი ყავთ სამი ბიჭი და ერთი გოგო.




მეორე წყვილი კი რუსული შოუბიზნესის ორი ვარსკვლავია:ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი. ისინი 13წელია ქორწინებაში არიან, მათ ოფიციალურად 2000წლის 18ივლისს იქორწინეს და ერთი შვილი ყავთ.










მესამე წყვილი ცნობილი მსახიობები:მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსია, მიუხედავათ დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ისინი გამორჩეულად ერთგული წყვილია, მათ შორის 25წელია სხვაობა.2000წელს დაქორწინდნენ და დღემდე ქორწინებაში არიან.ყავთ ორი შვილი.







პ.ს შეიძლება თქვენ სხვა სამეული გაგეკეთებინათ ან უფრო მეტიც, მაგრამ მე ეს სამი წყვილი გამოვყავი, რომელთა ქორწინებაც გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ამდენ წელს გაუძლო.