x
image
მანჩო 777
მექსიკაში უცხოპლანეტელის სხეული იპოვეს
image
2013 წლის 22 სექტემბერს მექსიკის მცხოვრებლები, კერძოდ კი იუკატანის ნახევარკუნძულისა, ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრე ნი გახდნენ: მათ შენიშნეს ცაზე დედამიწასთან ახლოს მფრინავი ობიექტი, რომელიც კაშკაშა ცისფერი შუქით იყო განათებული.

ეს ნათება საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ხოლო მეორე დღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს ავარიის ადგილი, საიდანაც ეს ნათება მოდიოდა.

ავარიის ადგილზე მათ იპოვეს საკმაოდ ღრმა კრატერი და გაქვავებული სხეულის ნაწილები "ვიღაცის" ან "რაღაცის".

როდესაც ეს ნაწილები შეაგროვეს, ხალხმა დაიწყო მათი ერთმანეთზე დაწყობა, რადგან ნაწილები საოცრად ესადაგებოდნენ ერთმანეთს. ეს იყო რაღაც ჰუმანოიდის სხეულის მსგავსი.


თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ ყველას, ვინც ამ ნაწილებს შეეხო, შემდეგში აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და გულისრევა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ და ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს ნაწილები იყო მეტეორიტის ნამსხვრევები ან უბრალოდ კოსმოსური მტვერი.

ნაპოვნი ფრაგმენტები გადასცეს კვლევით ინსტიტუტს, რათა საბოლოოდ გამოიკვლიონ, თუ რისი ნაწილებია ისინი.

ჟურნალისტებმა კი შეძლეს და იპოვეს რამოდენიმე თვითმხილვევლი, რომელთაც მოასწრეს და ფირზე აღბეჭდეს ნაპოვნი ფრაგმენტები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მფრინავი ობიექტი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჩანდა მექსიკის ცაზე. თუმცა მეცნიერები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.

imageimageimageimageimage




0
116
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0