x
image
lady.ge
ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მარტოხელა დედები-სანდრა ბალოკი

image




ცხოვრება განქორწინების შემდეგ


დღეს მინდა ჩვენი რეალობისთვის საკმაოდ მტკივნეულ თემას
შევეხო-ეს არის მარტოხელა დედობის პრობლემა.
მართალი გითხრათ, თავად მე არასოდეს გამომიცდია სიტუაცია, როცა ქალი გარეგანი
თუ შინაგანი ბარიებისა და მიზეზების გამო იძულებული ხდება სამუდამოდ დაუსვას წერტილი
საყვარელ მამაკაცთან თანაცხოვრებას. თუმცა, როგორც ყველას მეც გამომიცდია დანაკარგის
სიმწარე, აქედან გამომდინარე დაახლოებით შემიძლია ვიმსჯელო თუ რა სირთულეა ეს. ცხოვრება განქორწინების შემდეგ, როგორია იგი? როგორ
უნდა გაუმკლავდეს ქალი თავსდატეხილ ემოციურ თუ ყოფით პრობლემებს? მით უმეტეს როცა იგი
მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, უკვე შვილზეცაა პასუხისმგებელი. ცნობილი ადამიანების
განქორწინებათა სიას გადავხედე და რამოდენიმე საინტერესო მაგალითიც მოვიძიე ამ მხრივ.
ამბობენ, რომ ჭკვიანი, ლამაზი და მდიდარი ქალი მამაკაცისთვის ფაქტობრივად დაკარგულია.
რადგან მას არავითარი შინაგანი მოთხოვნილება აღარ გააჩნია ძლიერი სქესის წარმომადგენელზე რაიმეთი იყოს დამოკიდებული.
შესაბამისად ამით ილახება მამაკაცის მამაკაცური თავმოყვარეობა, რაც ხშირად ხდება მისი
მხრიდან განქორწინების მიზეზი.





ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მარტოხელა დედები-სანდრა ბალოკი


imageგანქორწინებას ბედის საჩუქარს ნამდვირად ვერ დავარქმევთ,
თუმცა თუ გადავხედავთ ცნობილ მარტოხელა დედებს, დავინახავთ რომ თითოეულმა
მათგანმა საკუთარი სიამაყე და თავმოყვარეობა დააყენა წინა პლანზე როცა განქორწინების
აუცილებლობის წინაშე დადგა და მე ვთვლი რომ ამით ყველა მათგანმა მოიგო. სტრესი რომელიც
მსგავს მოვლენას ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში მოაქვს თან, ამასთანავე ეხმარება მათ ცნობიერების
ახალ საფეხურზე მოახერხონ ასვლა და გაცილებით უფრო ძლიერ, თავდაჯერებულ და
დამოუკიდებელ პიროვნებად იქცნენ. შესაძლოა ეს მათი მხრიდან ხანდახან „ყოფილებისთვის“ რაღაცის დამტკიცების
მომენტიც არის ქვეცნობიერის დონეზე, თუმცა ამასაც თავისი პლიუსები გააჩნია. მოკლედ ყველა
მედალს ორი მხარე აქვს, მოდით ჩვენ ამ მოცემულ შემთხვევაში მედლის პოზიტიური მხარე
განვიხილოთ, მით უმეტეს რომ ნეგატიურის შესახებ-ანუ განქორწინების პრობლემებზე ზემოთ
უკვე ვრცლად ვისაუბრეთ.

სანრდა აბალოკი - მას შემდეგ რაც 2010 წელს მეუღლის ჯესი
imageჯეიმსის ღალატის ფაქტი ოფიციალურად დაიდასტურა, სანდრამ მეორე ნახევრის მთელი რიგი,
გულწრფელი მონანიებების მიუხედავად, მაინც მტკიცედ გადაწყვიტა. განქორწინება.
image„ერთ მდინარეში
ორჯერ არ შედიან“ -სწორედ ამ პრინციპის მიმდევარი აღმოჩნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი. განქორწინების
პარალელურად კი, სანდმრამ ჩემის აზრით ძალზე გონივრულ და სასარგებლო ხერხს მიმართა, imageრაც განქორწინებისშემდგომ პოსტტრამვული პერიოდის მოკლე დროში გადალახვასა და საკუთარი თავის რეაბილიტაციაში შესანიშნავად დაეხმარამსახიობს. მან სასწრაფოდ იშვილა
შავკანიანი ბუთხუზა ბიჭუნა სახელად ლუი, რომლის შვილად
აყვანის პროცედურაც მსახიობმა ჯერ კიდევ ქმართან ჯესი ჯეიმსთან თანაცხოვრების პერიოდში დაიწყო, თუმა ჯეიმსთან
განქორწინების შემდეგ, ლუის აღზრდა მთლიანად სანდრამ აიღო საკუთარ თავზე, რაც მას შესანიშნავად
გამოსდის. ლუიზე მზრუნველობამ ვარსკვლავს სტრსულ სიტუაციაში დიდხანს ყოფნის საშუალება
არ მისცა და როგორც პაპარაცების მიერ ბოლო ხანებში
გადაღებულ ფოტოებზეც ნათლად ჩანს, მსახიობი თავის 45
წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.



6
1391
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1391
  
2013, 27 ივნისი, 19:07
რა ენეგვლება,ისე კი არ იზამს სანდრა,ჩვენთან როა განქორცინება მთელი ტრგედია და ორომტრიალი რომაააა
2013, 13 იანვარი, 17:09
rogor. ge ზე შეგიძლია ნახო უკეთესი ვარიანტი ;)
2012, 15 ივლისი, 16:43
ლამაზი ბავშვი ყავს
2012, 2 მაისი, 17:18
არა თემა მომწონს კარგია გადავიკითხე კიდეც მაგიტომაც შემოვედი უბრალოდ.. რავიცი კლავიატურა არ მომეწონა ხო გასაგებია i hate you<< მაგრამ რავიცი... თენისთვის 5 ანი...
2012, 2 მაისი, 17:10
ეს თემა განქორწინების პრობლემებზეა და სურათიც შესაფერისია, კარგად დააკვირდი აბა :)
2012, 2 მაისი, 17:09
მაგარი თემა და ძალიან შეუსაბაფო მთავარი ფოტო..... რაც სარუნდა ეწეროს კლავიატურაზე მაინც
0 1 6