სხვა დიდ ბრიტანეთში მგზავრმა პილოტის მაგივრად დასვა თვითმფრინავი 2013, 10 ოქტომბერი, 21:22
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მანქანა უპილოტოდაა დარჩენილი, აეროპორტში გამოიძახეს მედიკოსები და პოლიციელები, აგრეთვე ფრენის ინსტრუქტორები. სწორედ ისინი დაეხმარნენ მოხერხებულ მგზავრს უხიფათოდ განეხორციელებინა დაფრენა. მგზავრმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ არცთუ ისე იოლ საქმეს. მიუხედავდ იმისა, რომ მას თვითმფრინავის აგებულებისა და მისი სამართავი კონსტრუქციის შესახებ არაფერი გაეგებოდა, მან შეძლო ფაქტიურად ბრმად დაესვა ის ასაფრენ ზოლზე. თავდაპირველად ინსტრუქტორებმა ის დაამშვიდეს და უთხრეს, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა, ხოლო შემდეგ სიტყვასიტყვით აძლევდნენ დარიგებას, თუ რა უნდა გაეკეთებინა. დაშვების დროს არავინ არ დაშავებულა. შემდეგ ინსტრუქტორებმა აღიარეს, რომ გაბედული მგზავრი რომ არა, თვითმფრინავი უბრალოდ დაეხეთქებოდა დედამიწაზე. 62 11-ს მოსწონს
|