x
image
ხიზანიშვილი
ნანობს თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას შოთა ადამაშვილი
image- მან ახალ ხმაში მიიღო მონაწილეობა და სულ ცოტა ხანში მასზე ყველა ალაპარაკდა, ეს შოთა ადამაშვილია. ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა მეგობარმა ურჩია და თავადაც ფიქრობდა, რომ ამით დიდ გამოცდილებას მიიღებდა. მოხვდა "ბრმა ქასთინგზე" და ამის შემდეგ ყველაფერი დატრიალდა. საკუთარ თავში მეტ-ნაკლებად იყო დარწმუნებული, ფიქრობდა, რომ ცუდად არ შეასრულებდა სიმღერას, მაგრამ თუ ყურადღების ცენტრში მოექცეოდა, ამაზე არც უფიქრია. არც ამ რეაქციას არ მოელოდა ჟიურის წევრებისგან და მითუმეტეს არც იმას, რომ სწორედ მის გამო მაია დარსმელიძესა და დათო ფორჩხიძეს კამათი მოუვიდოდათ.

- საკუთარ თავზე ამბობს, რომ კომერციული მომღერალი არ არის და შესაძლებელია ეს კამათი გარკვეულმა კომპონენტებმა განაპირობა, მისი შესრულების მანერაში. ამაზე ლაპარაკი მას ცოტა ეუხერხულება კიდეც, რადგან საკუთარი თავი არ მიაჩნია ძლიერ მუსიკოსად, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ამბიცია, გახდეს სერიოზული და მაღალი დონის შემსრულებელი.

- გამორჩეული სიმპათიები, როგორც მუსიკოსის და პერსონის, დათოს მიმართ ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვის აირჩევდა, ხოლო სცენაზე გასვლის შემდეგ, როდესაც მოისმინა ყველას დამოკიდებულება, მიხვდა, რომ დათო, გარდა იმისა, რომ
შეპირდა რასაც გინდა იმას გამღერებო, ასევე პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემდა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჟიურის წევრების ქცევით გაოგნებული დარჩა და ვერ მიხვდა ასეთი რამ რატომ ხდებოდა.

- ფიქრობს, რომ კონკრეტულად არცერთ მწვრთნელთან არ იყო მუსიკალურად ერთ ხაზზე, მაგრამ არჩევანი უნდა გაეკეთებინა და მიაჩნია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და არაფერს არ ნანობს.


- ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, ნაწილი კი გაკვირვებულია მისი გადაწყვეტილებით, მაგრამ მთავარია თვითონ რას ფიქრობს... ის კი ფიქრობს, რომ მთავარია გაიზარდოს პროფესიულად, სურს მისი ყოველი გამოსვლა უფრო
დახვეწილი იყოს და დარწმუნებულია, რომ იმ გუნდში, სადაც მოხვდა, ამას მოახერხებს.

1
150
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
150
  
2013, 8 ოქტომბერი, 22:48
ჩემი აზრით სწორი არჩევანი გააკეთა........
0 1 1