ორსულობა და ბავშვი ერაყელი ფეხმძიმე ქალი ერთბაშად 13 ბავშვს ელოდება 2013, 8 ოქტომბერი, 14:09 40 წლის ერაყელი ქალი აპირებს მოხსნას ამერიკელი ნადი სულემანის რეკორდი, რომელმაც ერთბაშად 8 ბავშვი გააჩინა 2009 წელს.24 წლიანი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა, მათ შორის ტყუპები.მისი ფერმერი ქმრის განცხადებით, რომელიც პროვინცია სალაჰადინიდან არის ცოლი ბოლო 5 წლის განმავლობაში ვეღარ ფეხმძიმდებოდა, რისთვისაც იძულებული იყო 2012 წელს მეორე ცოლიც მოეყვანა."ეს იყო დიდი სიურპრიზი, როცა გავიგე, რომ ჩემი ცოლი ერთბაშად 13 ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი მამა ვიყო, რომელსაც ამდენი ტყუპისცალი შვილი ეყოლება"-ამბობს ფადჰა ალ აზაუ.ექიმები უკვე ეჭვობენ, რომ 13 ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელი დაიბადება, ტესტებმა აჩვენა, რომ 4 ემბრიონს უკვე პულსი არ აღენიშნება."შესაძლოა ფეხმძიმობის შემდეგ სტადიებზე კიდევ დაიღუპოს ემბრიონი, თუმცა დანარჩენები ცოცხლები დაიბადებიან, მაგრამ ძალიან პატარები"-ციტირებს ექიმის გამონათქვამს გამოცემა"Emirates 24/7". 189 7-ს მოსწონს
|