სხვა პრინცი ჰარი 2014 წელს დაქორწინებას აპირებს 2013, 7 ოქტომბერი, 23:22 ბრიტანეთის პრინც ჰარის გადაწყვეტილი აქვს დაქორწინდეს თავის მეგობარ გოგონაზე კრესიდა ბონასზე(Cressida Bonas). ქორწილი სავარაუდოდ 2014 წელს გაიმართება- წერს ინგლისური გაზეთი Telegraph. "კრესიდა ბონასმა- პრინცის მეგობარმა გოგონამ, საბოლოოდ უკუაგდო თავისი ყოყმანი და გადაწყვიტა ცოლად გაჰყვეს პრინც ჰარის", - ამბობენ წყვილის მეგობრები. ამასთანავე პრინცმა ჰარიმ, რომელსაც გაისად 30 წელი შეუსრულდება, განაცხადა, რომ კრესიდაში, რომელსაც ის უკვე 3 წელია ხვდება, ხედავს ცხოვრების მომავალ თანამგზავრს. ჰარი ცნობილია, როგორც გართობისა და ღამის კლუბების მოყვარული და ამასთანავე მას ლოველასის იარლიყიც აქვს მიკერებული. მაგრამ ამ ბოლო დროს ჰარი შეიცვალა და მასში მოხდა ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება. წერდნენ იმასაც, რომ კრესიდა ჯერჯერობით არ აპირებდა დაქორწინებას და მხოლოდ კარიერაზე ზრუნავდა. "ახლა უკვე ჰარი გამუდმებით ლაპარაკობს ოჯახზე და ბავშვებზე და კრესიდაც იზიარებს მის აზრებს"-წერს გაზეთი Telegraph. კრესიდას ოჯახს პირდაპირი ნათესაური კავშირი აქვს ბრიტანეთის მეფე ედუარდ მეშვიდესთან. მისი დედა, ლედი კერზონი 66 წლისაა, მამა -ჯეფი ბონასი დედის მესამე ქმარია, ის ბიზნესმენია. "პრინცებს - ჰარის და უილიამს ვიწრო სამეგობრო წრე აქვთ, სადაც დაუწერელი კანონია, რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებაზე არ უნდა ისაუბრონ, ამიტომ სავსებით შესაძლებელია ეს ინფორმაცია, გაჟღერებული ჰარის მეგობრების მიერ, სიმართლეს სრულებით იყოს მოკლებული", -წერს ბოლოს გაზეთი. 153 8-ს მოსწონს
|