საზოგადოება როგორი ბავშვები იყვნენ ცნობილი ქართველები (ბევრი ფოტო და საინტერესო ფაქტი) 2013, 7 ოქტომბერი, 23:00 თითქმის ყველანი ვადევნებთ თვალს ცნობილი ქართველების ცხოვრებას, გვაინტერესებს მათი ჩაცმის სტილი, კარიერული წინსვლა თუ პირადი ცხოვრება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორები იყვნენ ისინი ბავშვობაში.
ნინი ბადურაშვილი წყნარი ბავშვი გახლდათ. თვეების იყო, როდესაც მოსმენილ მელოდიებს შეძლებისდაგვარად, მაგრამ სუფთად იმეორებდა. ბავშვობიდან იტაცებდა სიმღერა, თუმცა ჟურნალისტობაც უნდოდა. ნინი წყნარი ბავშვი იყო, მშობლების საყვედურებს ნაკლებად იმსახურებდა. ის ბავშვობიდანვე განებივრებული გახლდათ ხალხის სიყვარულითა და ყურადღებით. ნუკი კოშკელიშვილი ცელქი ბავშვი გახლდათ, საერთო ენის გამონახვა არავისთან უჭირდა. "ძალიან პრანჭია ვიყავი, მთელ სახეზე, "რუმიანას" ნაცვლად პომადას ვისვამდი, დედაჩემის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი. როცა თმა შემჭრეს, თავზე კოლჰოტს ვიფარებდი - ვითომ ნაწნავი მქონდა"-იხსენებს ნუკი. პრანჭვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა ბიჭებისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის, თვლის, რომ ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს. ნინო გაჩეჩილაძე ცელქი და გათამამებული ბავშვი გახლდათ, ზოგჯერ ბიჭებთან ერთად ფეხბურთსაც კი თამაშობდა. სულ პატარას პრინცესობა უნდოდა, ეგონა, რომ ეს პროფესია იყო, წამოიზარდა მხატვრობა მოუნდა, შემდეგ ბალერინობა, ბოლოს კი არჩევანი მსახიობობაზე შეაჩერა. ნინო უმცროს დას, თაკო გაჩეჩილაძეს ხშირად ჩაგრავდა. თაკო უფრო დამჯერე და წყნარი ბავშვი გახლდათ. უფრო ხშირად ნინო ისჯებოდა, რადგან დას, დეიდაშვილებს, კლასელებს ჩაგრავდა. გოგონები მუსიკალუ ოჯახში იზრდებოდნენ, თაკო უფრო პოპულარული ბავშვი გახლდათ. ცელქი ბავშვები გახლდნენ დები ქორქიები. უბანში მათ გარდა გოგო არავინ იყო, შესაბამისად დები ბიჭებთან ერთად თამაშობდნენ. სიარულიც კი ბიჭური ჰქონდათ. ზაფხულობით ჯერ მთაში ისვენებდნენ, შემდეგ ზღვაზე. ზღვა ორივეს განსაკუთრებულად უყვარდა ამიტომ იქ წასვლამდე დღეებს ითვლიდნენ. ახალი წელი განსაკუთრებულად უყვარდათ, ნაძვისხეს ერთად რთავდნენ და საახალწლო საჩუქრებსაც ერთად ხსნიდნენ. ახალი წელი დებისთვის დღემდე საყვარელი დღესასწაულია. გოგონები ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ერთმანეთის მესაიდუმლეებიც არიან. ცელქი, გონიერი და მუსიკალური ბავშვი გახლდათ ნინა სუბლატი. მისთვის ბავშვობა საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება. დანარჩენს კი ვიდეორგოლიდან შეიტყობთ. 1628 5-ს მოსწონს 2-ს არა
|