კოცნა-ეს სიყვარულის, პატივისცემის და მეგობრობის გამოხატვის საშუალებაა, პოლიტიკაში კი ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ხოლო უდავო ჩემპიონი კი ამ სფეროში რა თქმა უნდა ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი იყო.
1-70-იან წლებში ძნელი იქნებოდა ჩეხოსლოვაკიაში იმ ადამიანის პოვნა, რომელმაც არ იცოდეს რა არის "სამმაგი ბრეჟნევი"(კოცნა ორივე ლოყაზე და ბოლოს ტუჩებში).ლეონიდ ბრეჟნევის და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის გუსტავ გუსაკის კოცნა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ახლაც ახსოვთ იმ თაობის ხალხს ჩეხეთში. 2-1971 წელს ბრეჟნევი ცდილობდა ცნობილი "სამმაგი კოცნა" მარგარეტ ტეტჩერთანაც განეხორციელებინა, თუმცა "რკინის ლედიმ" ტაქტიკურად და დელიკატურად აუქცია გვერდი ამ "მეგობრულ ჟესტს". 3-1973 წელს, როდესაც რკინის ფარდა გაიხსნა საბჭოთა კავშირში და ჩამოვიდა ა.შ.შ-ს დელეგაცია, გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მას ყვავილებით მიუახლოვდა ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი, რომელიც "ძია ლონიამ" რა თქმა უნდა მხურვალედ ჩაკოცნა -ჩაპროშნა.ენი ჰოლმანი ერთ საათში მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. 4-ამერიკის პრეზიდენტი ვერ გადაურჩა ბრეჟნევის კოცნას.იგი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ბრეჟნევის "კოცნის ღირსი" გახდა. 5-იუგოსლავიის ლიდერს ბროზ ტიტოს ისე ძლიერად აკოცა ბრეჟნევმა, რომ ამბობენ ტუჩიც კი დაიზიანაო. 6-ბრეჟნევის და ინდირა განდის მხურვალე კოცნის ფოტოები ამშვენებს აპარტამენტებს, რომელიც ამ ლეგენდარული ინდოელი ქალბატონის მუზეუმად იქცა. 7-1974 წელს კუბის ლიდერი პირველად ეწვია საბჭოთა კავშირს, მან რა თქმა უნდა იცოდა ბრეჟნევის კოცნის რიტუალის შესახებ.მას რომ ამის უფლება მიეცა, სამშობლოში დაბრუნებულს აუცილებლად დასცინებდნენ.ფიდელ კასტრომ ორიგინალურ და ეშმაკურ ხერხს მიაგნო, თვითმფრინავის ტრაპიდან პირში მოკიდებული კუბური სიგარით გარჭობილი შეეგება გენერალურ მდივანს. 8-და ბოლოს..რა თქმა უნდა მსოფლიოში ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ლეგენდარული კოცნა, რომელიც შესულია "ყველაზე ცნობილი კოცნების" რეიტინგში.1971 წელს ლეონიდ ბრეჟნევის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის-ერიკ ჰონეკერის კოცნა.