x
image
მანჩო 777
სტივენ სიგალმა რამზან კადიროვს "ძმა " უწოდა
image
სტივენ სიგალი გამოტყდა, რომ მომავალში მას დიდი სურვილი აქვს გახდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის "ნაწილი". მან თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, პატივს სცემს რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს და მას ძმა უწოდა.

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა და სცენარისტმა ამის შესახებ განაცხადა შაბათს გროზნოში გალა- კონცერტის დროს, რომელიც მიეძღვნა ქალაქის დაარსების 195-ე წლისთავს.

ქალაქის დღე გროზნოში აღინიშნება 2007 წლის 5 ოქტომბრიდან და ემთხვევა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის დაბადების დღეს. ამ დღეს ჩეჩნეთში ბევრი რუსი და უცხოელი ვარსკვლავი ჩავიდა მისალოცად და საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად.

"ვულოცავ ჩეჩნეთის რესპუბლიკას და ჩემს ძმას რამზან კადიროვს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მან მოგვიწვია მე და ჩემი ოჯახი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში გავხვდები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნაწილი. რამზან ახმატოვიჩ, მუდამ თქვენს მეგობრად მიგულეთ"- განაცხადა სიგალმა.


გარდა ამისა, მან თქვა თავის გამოსვლაში, რომ რამზანს, უწინარეს ყოვლისა, პატივს სცემს როგორც "დიდ ლიდერს".

imageimage


სურათებზე: ქალაქი გროზნო დღესასწაულის დღეს.

6
139
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
139
  
2013, 6 ოქტომბერი, 16:45
:( ბევრს გაუტეხა გული.
2013, 6 ოქტომბერი, 16:44
მეკიდე კაცი მეგონე თფუი
2013, 6 ოქტომბერი, 11:07
სამწუხაროა:(
2013, 6 ოქტომბერი, 11:06
ამ კატეგორიის ხალხისათვის ცნება-"ზედმეტი ფული" არ არსებობს.
2013, 6 ოქტომბერი, 11:00
მე ის უფრო მიკვირს, სიგალს ფული აკლია, რო?
2013, 6 ოქტომბერი, 10:58
რა ძალა აქვს ამ ოხერ ფულს. დაუმარცხებელი სიგალიც კი "დაამარცხა". :(((
0 1 6