მხატვრობა ლურსმნებით შესრულებული მხატვრობა. 2013, 5 ოქტომბერი, 20:50 შექმნა რაიმე შედევრი, თითქოს ერთი წარმოდგენით ადვილია, მაგრამ როდესაც აღმოვჩნდებით საჭირო ხელსაწყოების წინაშე, ვხვდებით რომ მხოლოდ ხელსაწყო არაფერს გვარგებს, თუ არ გვაქვს თანდაყოლილი საჭირო ნიჭი. რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, როდესაც გააჩნია ჩვეულებრივი ლურსმნები და ჩაქუჩი? ალბათ დააჭედებს თაროებს, დაამაგრებს დაზიანებულ ავეჯს, გააკეთებს საკიდს სურათებისა თუ სხვადასხვა საჭირო ნივთებისთვის, მაგრამ აზრადაც არ მოუვა თავში შექმნას ნახატი, პორტრეტი და ა.შ, ერთი სიტყვით დაკავდეს მხატვრობით. სწორედ ამ საქმით არის დაკავებული ინგლისელი მოქანდაკე და მხატვარი "Marcus Levin"-ი. თავდაპირველად, ჩვეულებრივი ლურსმნების მეშვეობით ქმნიდა უბრალო ნახატებს, დროდადრო კი დახვეწა და მისცა მას ცოცხალი სახე. 22 მარტს კი ლონდონში "Gallery 27"-ში მოაწყო თავისი ნახატების ჩვენება. გთავაზობთ Marcus Levin-ის ნაშრომებს. (ბავშვები მოარიდეთ მონიტორებს, რადგან სიშიშვლის ამსახველ სურათებსაც წააწყდებით) მისი შედევრი სახელწოდებით "დედა-შვილობა", რომლის შექმნაზეც დაეხარჯა 26 600 ლურსმანი და გაყიდვაშია, შეფასებულია 39, 750 $-ად. სურათზე "ტუჩები" დაიხარჯა 3 500 ლურსმანი და შეფასებულია 5 250 $-ად. მუზეუმში, 22 მარტის გამოფენათა ჩვენების დროს გადაღებული ფოტო. მარკუსი მუშაობის პროცესში. "შიშველი ქალი". (მასზე ინფორმაცია უცნობია). 15 100 ლურსმანი დაიხარჯა ამ სურათისთვის. ერთ-ერთი სურათის ძალიან ახლო ხედი, თუ როგორ გამოიყურება... ესეც თავად მარკუსი მუშაობის პროცესში და იუწყება, რომ მამაკაცების სხეულის შექმნა უფრო ეადვილება. 50 13-ს მოსწონს
|