x
image
worldsport.ge
მენოტიმ “რეალი” გააკრიტიკა

imageარგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ მადრიდის “რეალთან” დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა. სპეციალისტი ყველაზე მეტად კლუბიდან მესუთ იოზილის გაშვებითაა გაოცებული.
“თუ გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობ, ისეთი ფეხბურთელი არ უნდა გაყიდო, რომელიც ამ გუნდს მართლა ძალიან სჭირდება. მართლა გაოცებული ვარ და ეს ტრანსფერი ერთადერთი საკითხი არაა, რომელიც გაკვირვებას იწვევს. ამჟამინდელი “რეალის” თამაშის შემხედვარე ვერაფრით მიხვდები როგორი ფეხბურთის თამაში სურს “სამეფო კლუბს” – უთხრა მენოტიმ ჟურნალისტს.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
86
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0