x
image
worldsport.ge
უბრძოლველად კლასიფიკაციის სათავეში

image რაფა ნადალი კვლავ რეიტინგსიის პირველი ნომერია! ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პეკინის ტურნირის ნახევარფინალში ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა რაფასთან მატჩის პირველ სეტში ტრავმის მომიზეზებით ასპარეზობა შეწყვიტა (იმ მომენტისთვის ნადალი 4:2-ს იგებდა) და ესპანელი ფინალში გავიდა. გადამწყვეტ მატჩში რაფას მოწინააღმდეგეს პეკინის შეჯიბრების მოქმედი გამარჯვებულის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ფრანგი რიშარ გასკეს მეორე ნახევარფინალური პაექრობა გამოავლენს.
რაფა ნადალი პირველად რეიტინგის სათავეში 2008 წლის 18 აგვისტოს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ მოექცა, ბოლოს მალიორკელი კლასიფიკაციას 2011 წლის ზაფხულში ლიდერობდა, მთლიანობაში კი კლასიფიკაციაში პირველ საფეხურს 102 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა.
შეგახსენებთ, წლეულს ნადალმა 10 ტიტული მოიგო (მათ შორის 2 სადიდსლემო), ორჯერ შეჯიბრებათა ფინალშიც ითამაშა და მიმდინარე სეზონის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 3 მარცხი იწვნია.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0